2019 წლის 8 აგვისტო
საფრანგეთი
საფრანგეთი, პარიზი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 2—4 აგვისტო, 2019
ადგილი: „პარკ დე ექსპოზესიონ დე პარინორ ვილპანტ“, პარიზი
ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: გერმანული, ესპანური, ინგლისური, რუმინული, რუსული, ფრანგული
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 37 809
მონათლულთა რაოდენობა: 265
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 500
მიწვეული ფილიალები: ახალი კალედონია, ბრიტანეთი, ეკვადორი, ზამბია, კანადა, კოტ-დ’ივუარი, მოლდოვა, საბერძნეთი, ტაიტი, ყაზახეთი, შეერთებული შტატები, ჩილე, ცენტრალური ევროპა
ადგილობრივი შემთხვევა: საგამოფენო დარბაზის ერთ-ერთმა მენეჯერმა, სადაც კონგრესი ჩატარდა, მას შემდეგ, რაც მანქანების საცობს შეესწრო, ასეთი რამ თქვა: „თქვენ არასდროს ბრაზდებით? იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე დამსწრეთაგან არავინ ასიგნალებდა, არავინ ღიზიანდებოდა და არავინ უჭრიდა გზას სხვა მანქანას“.
ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელმა, სადაც დელეგატები რჩებოდნენ, აღნიშნა: „ჩვენს სასტუმროში არაერთი დელეგაცია მიგვიღია, მაგრამ თქვენნაირი ხალხი არასდროს მინახავს. ყველანი ბედნიერები ჩანან და არაჩვეულებრივ გარემოს ქმნიან!“.
ადგილობრივი და-ძმები პარიზის აეროპორტში დელეგატებს ეგებებიან
და-ძმები სტენდით ქადაგებენ ეიფელის კოშკთან ახლოს
და-ძმები საგამოფენო დარბაზის გარეთ ურთიერთობენ
ცოლ-ქმარი ერთად ინათლება შაბათ დღეს
ტრადიციულ ტაიტურ ტანსაცმელში გამოწყობილი დელეგატები პროგრამას უსმენენ
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ძმა ენტონი მორისი შაბათს დასკვნით მოხსენებას წარმოთქვამს
კვირას, პროგრამის დასასრულს კონგრესზე დამსწრეები ეკრანზე ხედავენ სტუმრად ჩასულ სპეციალურ სრული დროით მსახურებს, რომლებიც მათ ხელს უქნევენ
ბეთელში ღია კარის დღეს ძმა სტუმრებს ტრადიციული ფრანგული პურისა და ფუნთუშას გაკეთებას ასწავლის