12 დეკემბერი, 2012
საფრანგეთი
საფრანგეთმა იეჰოვას მოწმეებს დაუბრუნა არალეგალურად ჩამორთმეული თანხა
2012 წლის 11 დეკემბერს, 15-წლიანი იურიდიული ბრძოლის შემდეგ, საფრანგეთმა იეჰოვას მოწმეებს დაუბრუნა არალეგალურად ჩამორთმეული თანხა, რაც მთლიანობაში შეადგენდა 6 373 987 ევროს (8 294 320 აშშ დოლარი).
1998 წელს საფრანგეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეებს დაუწესა საკმაოდ დიდი ოდენობის, 60%-იანი ბეგარა რელიგიურ შესაწირავებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ საფრანგეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეთა უფლებები, როდესაც არალეგალურად დაუწესა გადასახადი, რის შედეგადაც შეიძლებოდა მომხდარიყო საფრანგეთში არსებული იეჰოვას მოწმეთა ოფისის ლიკვიდაცია და ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის შეჩერება. რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გადასახადი არალეგალური იყო, საფრანგეთის მთავრობა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და იეჰოვას მოწმეებს უბრუნებს არალეგალურად ჩამორთმეულ თანხას პროცენტთან ერთად და ფარავს მოწმეების მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაღებულ ხარჯებს.
საკონტაქტო პირი: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
საფრანგეთი: გაი კანონისი, ტელ. +33 2 32 25 55 55