18 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
საფრანგეთი
სტენდებით ქადაგება საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფესტივალზე
ოთხ წელიწადში ერთხელ ქალაქი რუანი (საფრანგეთი) საერთაშორისო საზღვაო ფესტივალს, არმადას, მასპინძლობს, რომელიც წელს 8—18 ივნისს გაიმართა. მთელი მსოფლიოდან ფესტივალს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ეწვია, რათა საკუთარი თვალით ეხილა უდიდესი საზღვაო ფლოტი. ლიტერატურის სტენდები მთელი ქალაქის მასშტაბით 12 სხვადასხვა ადგილას იყო განთავსებული. ამ სახის მსახურებაში მონაწილეობა 600-ზე მეტმა და-ძმამ მიიღო, რომელთაც ასობით ადამიანთან მოუწიათ საუბარი.
პენსიაზე გასული ერთი ფოტოგრაფი ერთ-ერთ სტენდთან მივიდა და აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები მეგობრულობით და სიკეთით გამოირჩევიან. შემდეგ მათ დიდხანს ისაუბრეს იმაზე, თუ სიყვარულის როგორი ნაკლებობაა დღევანდელ საზოგადოებაში. ჩვენმა და-ძმებმა მას ბიბლიიდან ამოუკითხეს 2 ტიმოთეს 3:1—5, რის შემდეგაც მასთან ამ მუხლებზე იმსჯელეს და მისცეს ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ამ მამაკაცმა საკონტაქტო ინფორმაციაც დაუტოვა ჩვენს და-ძმებს და უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით ისაუბრებდა კიდევ ერთხელ მოწმეებთან.
ლიტერატურის სტენდთან ერთი ახალგაზრდაც მივიდა და ასეთი კითხვა დასვა: „თუ იესო მოკვდა და მკვდრეთით აღდგა, ჩვენი საყვარელი ადამიანები რატომ არ ცოცხლდებიან? ჩემი პაპა-ბებია აღარ არიან ცოცხლები და ძალიან მინდა, კვლავ შევხვდე მათ“. ამის საპასუხოდ ჩვენმა დამ მას აჩვენა ვიდეო „ნუგეში მგლოვიარეთათვის“. საუბრის ბოლოს ამ ახალგაზრდამ ბროშურაც აიღო და ბიბლიის შესწავლაზეც განაცხადა თანხმობა.
გვახარებს, რომ საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა და-ძმებმა მზადყოფნა გამოავლინეს, რათა სასიხარულო ცნობა გაეზიარებინათ ხალხისთვის (1 კორინთელები 9:23).