არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 29 ოქტომბერი
საფრანგეთი

წყალდიდობა საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში

წყალდიდობა საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში

2018 წლის 14 და 15 ოქტომბერს კოკისპირულმა წვიმებმა საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია; სტიქიამ, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საფრანგეთის ფილიალის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა ჩვენი და-ძმა უსაფრთხოდაა; თუმცა მოხდა ზოგიერთი ოჯახის ევაკუაცია. სამი მოწმის ქონება მნიშვნელოვნად დაზიანდა. რამდენიმე მოწმემ კი მცირე ქონებრივი დანაკარგი განიცადა. ფილიალში არსებული დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი სულიერად და ფიზიკურად ზრუნავს ადგილობრივ და-ძმებზე.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, თავის ძლიერ ხელს ჩასჭიდებს ჩვენს და-ძმებს, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში მასზე არიან მინდობილნი და მას შეჰყურებენ (ფსალმუნი 63:8).