6 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
საქართველო
გამოიცა „მათეს სახარება“ მეგრულ ენაზე
2023 წლის 30 ივნისს ზუგდიდში გამართულ რეგიონულ კონგრესზე, სახელწოდებით „კვლავაც მოითმინეთ!“, საქართველოს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჯონი შალამბერიძემ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ მეგრულ ენაზე. კონგრესის პროგრამას მთლიანობაში 627 ადამიანი დაესწრო. ამ ახალი გამოცემის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.
მეგრულ ენაზე, ძირითადად, სამეგრელოში საუბრობენ. მეგრულენოვანი მთარგმნელობითი ოფისი 2019 წელს გაიხსნა ზუგდიდში.
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია იმ მცირეოდენ ორგანიზაციებს შორის არის, რომლებიც მეგრულ ენაზე ბეჭდურ ლიტერატურას გამოსცემენ. ერთ-ერთ მთარგმნელი აღნიშნავს: „მეგრული ენა, ძირითადად, სასაუბრო ენაა, ამიტომ გრამატიკისა და მართლწერის წესები თითქმის არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, თარგმნის პროცესში გარკვეულ სირთულეს ქმნიდა. ამიტომ გადაწყდა, რომ თარგმანის მომზადებისას ქართული ენის გრამატიკის წესებით გვეხელმძღვანელა და, ამასთანავე, მეგრული ენის თავისებურება გაგვეთვალისწინებინა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეგრულ ენაში ზოგ ბიბლიურ ტერმინს შესატყვისი არ აქვს. მაგალითად, მეგრულში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს „მონანიების“ მნიშვნელობას, რის გამოც მთარგმნელებს შემდეგი ფრაზის გამოყენება მოუწიათ: „სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო“.
ჩვენც ვხარობთ მეგრელ და-ძმებთან ერთად, რადგან ახლა მეტად შეძლებენ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“ არიან (მათე 5:6).