საქართველო
იეჰოვას მოწმეები საქართველოში თავიანთ საქმინაობას 1953 წლიდან ეწევიან. ისინი ოფიციალურად არიან დარეგისტრირებული და თავისუფლად ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. თუმცა ხანდახან რელიგიური შეუწყნარებლობის გამო პრობლემები იჩენს ხოლმე თავს.
1999—2003 წლებში ადგილი ჰქონდა რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან იეჰოვას მოწმეების დევნისა და ძალადობის შემთხვევებს. მთავრობის წარმომადგენლების უმოქმედობის გამო თავდამსხემლები უტიფრად განაგრძობდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. იმავე პერიოდში პარლამენტის ულტრანაციონალისტმა წევრმა დროებით შეძლო იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია, ამან კი, თავის მხრივ, ძალადობის ტალღის ზრდა გამოიწვია. იეჰოვას მოწმეებმა ამ პრობლემის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ექვსი სარჩელი შეიტანეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2007 და 2014 წლებში ორი ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა, რადგან მათ რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები არ გამოიძიეს დაუყოვნებლივ, ეფექტიანად და მიუკერძოებლად. 2015 წელს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთსულოვნად განაცხადა, რომ მთავრობის მიერ 2001 წელს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია უკანონო იყო.
2004 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებმა საგრძნობლად იკლო. მათ შეძლეს გაეფართოებინათ თავიანთი საქმიანობა და აეშენებინათ არაერთი სამეფო დარბაზი. მიუხედავად ამისა, დროდადრო იეჰოვას მოწმეები კვლავ ხდებიან რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმებისა თუ ძალადობის მსხვერპლი. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ახდენენ სათანადო რეაგირებას ასეთ დანაშაულებრივ ქმედებებზე. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიებს ასეთ შემთხვევებს და სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს.