2018 წლის 22 ნოემბერი
საქართველო
პირველი სპეციალური კონგრესი საქართველოში
2018 წლის 20—22 ივლისს საქართველოში მცხოვრებმა და-ძმებმა უმასპინძლეს 18 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს სპეციალურ კონგრესზე სახელწოდებით „იყავით გაბედულები!“. კონგრესი გაიმართა თბილისში. ეს თეოკრატიული ღონისძიება, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში, მართლაც განსაკუთრებული სულიერი ნადიმი იყო. მას გულთბილმა სტუმართმოყვარეობამ და ქვეყნის კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობამაც შესძინა ხიბლი.
კონგრესი გაიმართა თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 7 002. პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა 80 სხვადასხვა ადგილას ქვეყნის მასშტაბით და მთლიანობაში იგი მოისმინა 21 500-ზე მეტმა ადამიანმა. ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ნათლობა, რომლის დროსაც მოინათლა 208 ადამიანი.
სულიერი პროგრამის გარდა მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს ქართული კულტურა. ადგილობრივმა მოწმეებმა წარმოადგინეს ხალხური ცეკვები და სიმღერები; სტუმრებს უმასპინძლეს ტრადიციული კერძებით; მოაწყვეს ექსკურსიები უძველეს ქალაქ თბილისსა და საქართველოს სხვა ისტორიულ მხარეებში.
საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი თამაზ ხუციშვილი აღნიშნავს: „საქართველო ყოველთვის ვერ დაიკვეხნიდა რელიგიის ასეთი თავისუფლებით. დღეს კი, სახელმწიფოსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებლობა მოგვეცა, გულთბილად გვემასპინძლა ჩვენი უცხოელი და-ძმებისთვის და მშვიდობიანად ჩაგვეტარებინა ეს დაუვიწყარი ღონისძიება“ (რომაელები 15:7).
2018 წლის 20—22 ივლისს ოლიმპიურ სასახლეში გამართული კონგრესი, სადაც დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 7 002 შეადგინა. გარდა ამისა, პროგრამა ტრანსლაციით 14 912-მა მოისმინა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სტივენ ლეტი, რომელმაც სამივე დღეს წარმოადგინა დასკვნითი მოხსენებები.
სპეციალური კონგრესის განსაკუთრებული მოვლენა იყო ნათლობა. მოინათლა 208 ადამიანი. ნათლობისთვის განკუთვნილი აუზი მოთავსებული იყო ოლიმპიური სასახლის მიწისქვეშა სართულზე, ბუნებრივი კლდის გვერდით.
კონგრესის პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემოდა დაახლოებით 80 ადგილას.
ქართველი დები გულთბილად ეგებებიან უცხოელ დელეგატს.
17 და 18 ივლისს გაიმართა კონცერტი შატო მუხრანში, რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფელ მუხრანში. წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული მუსიკა, ცეკვები და სიმღერები. ნაჩვენები იყო საქართველოს თეოკრატიული ისტორიის ამსახველი ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი.
ადგილობრივი მოწმეები ასრულებენ ცეკვა „აჭარულს“. ამ ცეკვვას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ტრადიციული აჭარული სამოსი.
ადგილობრივი ძმები ასრულებენ ტრადიციულ ქართულ მრავალხმიან სიმღერას.