არჩეულ მასალაზე გადასვლა

10 მაისი, 2013
სლოვაკეთი

იეჰოვას მოწმეები უკვე 100 წელია სლოვაკეთში ქადაგებენ

იეჰოვას მოწმეები უკვე 100 წელია სლოვაკეთში ქადაგებენ

ბრატისლავა, სლოვაკეთი — 2012 წლის 15 დეკემბერს იეჰოვას მოწმეებმა ფილიალში ღია კარის დღე მოაწყვეს, რათა ამგვარად სლოვაკეთში ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის 100 წლისთავი აღენიშნათ. მათ პირადი მოსაწვევები გაუგზავნეს მეზობლებს და ექსკურსიაზე მიიწვიეს. ფილიალში 10 სტენდი იდგა, რომელზეც ასახული იყო სლოვაკეთში იეჰოვას მოწმეთა ისტორიიდან მნიშვნელოვანი მოვლენები. ღია კარის დღეს ფილიალს 200-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.

1912 წელს ქვეყანაში ჩასულმა იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყეს. 1991 წელს იეჰოვას მოწმეებმა სლოვაკურ ენაზე გამოსცეს ბიბლიის ზუსტი და ადვილად გასაგები თარგმანი. ბრატისლავაში, ქვეყნის ფილიალში, ხუთი მთარგმნელობითი ჯგუფი სლოვაკურ ენაზე თარგმნის პუბლიკაციებს. გარდა ამისა, ფილიალში ითარგმნება ლიტერატურა სლოვაკურ ჟესტურ ენაზე, აწინკნური (ბოშური) ენის აღმოსავლეთ სლოვაკურ და ვალახურ დიალექტებზე. იეჰოვას მოწმეები ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს უსასყიდლოდ ავრცელებენ. სტატისტიკის მიხედვით, 11 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე სლოვაკეთში 3 400-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებს ყოველკვირეულად. ისინი ეხმარებიან ყველა ასაკის ადამიანს, რომ ცხოვრებაში სიხარული იპოვონ და ბედნიერი ოჯახები ჰქონდეთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იეჰოვას მოწმეთა 160 კრება ტარდება. ასეთ შეხვედრებზე ისინი ბიბლიას სწავლობენ და სხვებსაც ეპატიჟებიან. დასწრება უფასოა. გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე დიდი ხანია რაც ყოველწლიური კონგრესები ტარდება. პირველი კონგრესი 1923 წელს ჩატარდა. 2006 წელს იეჰოვას მოწმეებმა ჩაატარეს სპეციალური კონგრესი ბრატისლავაში, რომელსაც 10  700-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, 3 600-ზე მეტი დელეგატი ჩეხეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან.

იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანმა სლოვაკეთში, რასტისლავ ელიაშმა, განაცხადა: „ბოლო 100 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა სლოვაკეთში მშვიდობიანი და პატიოსანი მოქალაქეების რეპუტაცია შეიძინეს. მათ მტკიცე ოჯახები ჰყავთ და კარგი მეზობლები არიან. ჩვენ კვლავაც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რომ ბიბლიის თანახმად ვიცხოვროთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

სლოვაკეთი: რასტისლავ ელიაში, ტელ. +421 2 49107611