არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 14 აგვისტო
სლოვაკეთი

პირველი რეგიონული კონგრესი ბოშურ ენაზე (აღმოსავლეთ სლოვაკეთი)

პირველი რეგიონული კონგრესი ბოშურ ენაზე (აღმოსავლეთ სლოვაკეთი)

ნათლობა

2019 წლის 20 და 21 ივლისს მიხალოვცეს გადახურულ სტადიონზე (სლოვაკეთი) ჩატარდა პირველი ბოშურენოვანი რეგიონული კონგრესი. კონგრესზე, რომლის პროგრამაც შემოკლებული იყო, დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 1 276 შეადგინა. მოინათლა 19 ადამიანი.

და-ძმები შემდეგი ოთხი ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და ჩეხეთი. მათ ძალიან გაიხარეს, როცა მშობლიურ ენაზე უყურეს ფილმს „იოშია — იეჰოვას მოყვარული და ბოროტების მოძულე მეფე“.

2014 წლის ნოემბერში პირველი ბოშურენოვანი კრების ჩამოყალიბებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ სლოვაკეთში პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა. დღესდღეობით ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფილიალის ტერიტორიაზე 9 ბოშურენოვანი კრება, 10 ჯგუფი და 14 წინარე ჯგუფია.

სტადიონის მენეჯერმა, პეტერ ტირპაკმა აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეებთან შესანიშნავად ვითანამშრომლეთ. თქვენ ყოველთვის ასრულებთ დადებულ პირობას. ძალიან გაგვიხარდება, თუ სხვა დროსაც გამოიყენებთ ჩვენს სტადიონს“.

პროგრამის ზედამხედველმა, პეტერ ვარგამ თქვა: „ასეთ კონგრესს არასდროს დავსწრებივარ. ბოშურენოვანი და-ძმებისთვის ეს დაუვიწყარი მოვლენა იყო. ბოლო სიმღერის შემდეგ ყველა ერთმანეთს ეხვეოდა მიუხედავად იმისა, რომ არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. ბევრი მათგანი ცრემლებს ვერ იკავებდა“.

ვუერთდებით სლოვაკეთში მცხოვრები 1 010 ბოშურენოვანი და-ძმის სიხარულს. წლევანდელი კონგრესები იეჰოვას ხალხს შორის არსებული ძმური სიყვარულის კიდევ ერთი დასტურია (იოანე 13:34, 35).