2016 წლის 13 დეკემბერი
სოლომონის კუნძულები
ცუნამის საფრთხე სოლომონის კუნძულებზე
2016 წლის 9 დეკემბერს სოლომონის კუნძულების სანაპიროსთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, რამაც ცუნამის პატარა ტალღები გამოიწვია. საბედნიეროდ, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა; არც მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობები დაზიანებულა. იეჰოვას მოწმეების ფილიალი ქალაქ ჰონიარაში, სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს; ამიტომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წყნარი ოკეანის სეისმოლოგიურმა სამსახურმა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააკეთა განცხადება, მოწმეებმა იქ მომუშავე და-ძმების ევაკუაცია მოახდინეს. ამჟამად საშიშროება აღარ არსებობს და ფილიალში მუშაობა განახლდა.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
სოლომონის კუნძულები: ლენსი ლამანი, ტელ. +677-22241