12 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
სუდანი
სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
2023 წლის 15 აპრილს სუდანის დედაქალაქ ხარტუმში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ახალ ამბებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკების შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა დაახლოებით 5 000 ადამიანი.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია, სულ მცირე, 318 მაუწყებელს. ზოგმა ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებს მიაშურა.
8 მაუწყებელი და 5 ბავშვი გარკვეული დროის მანძილზე ვერ გამოდიოდა სკოლებიდან და სამსახურებიდან. მოგვიანებით ყველა დაუბრუნდა ოჯახს.
დაზარალებულთა დახმარება
ადგილობრივი უხუცესები სულიერ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.
სუდანში და მეზობელ ქვეყნებში ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რათა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ თანაქრისტიანებს.
ვლოცულობთ კონფლიქტის ზონაში მყოფი და-ძმებისთვის და ველით იმ დროს, როცა „იმეფებს მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7).