არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 9 თებერვალი
ტაივანი

მიწისძვრა ტაივანში

მიწისძვრა ტაივანში

6 თებერვალს, სამშაბათ ღამით, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 76 დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა. თუმცა სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ქალაქ ჰუალინში მდებარე ერთი შენობა, სადაც ტაივანის ადგილობრივი ამისური ენის მთარგმნელობითი ოფისი და სამეფო დარბაზია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ჰუალინი ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომლებსაც მიწისძვრამ ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა. ამასთანავე, სერიოზულად დაზიანდა სახლი, სადაც მთარგმნელობით ოფისში მომუშავე რამდენიმე და-ძმა ცხოვრობდა. ამიტომ მათი ევაკუირება გახდა საჭირო. ადგილობრივმა ძმებმა დაზარალებული თანამორწმუნეები დაუყოვნებლივ გაანაწილეს დროებით თავშესაფრებში. გარდა ამისა, ტაივანის ფილიალი ზრუნავს იმაზე, რომ სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმები აუცილებელი ნივთებით იყვნენ უზრუნველყოფილი.

ვლოცულობთ, რომ ამ მეტად მძიმე პერიოდში დაზარალებულმა და-ძმებმა არ დაკარგონ შინაგანი სიმშვიდე, და ის ძმები, რომელთაც მათზე ზრუნვა მიენდოთ, იყვნენ როგორც „თავშესაფარი ქარში“ (ესაია 32:2).

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ტაივანი: ჩენ იონგდიანი, ტელ. +866-3-477-7999