28 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ტაილანდი
ტაილანდში ფილიალის მშენებლობის შეჩერებას მოულოდნელი შედეგები მოჰყვა
2019 წელს ტაილანდის ფილიალში ადგილობრივმა და სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა მოხალისეებმა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დაიწყეს. თუმცა, როცა კორონავირუსმა იფეთქა 50 მოხალისიდან 42-ს თავის ქვეყანაში დაბრუნება მოუწია. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა და სამუშაოებიც განახლდა. პროექტი რომ დასრულებულიყო, ბევრ ადგილობრივ და-ძმას ჩაუტარდა ტრენინგი. საბოლოოდ, 2023 წლის 30 აპრილს პროექტზე მუშაობა დამთავრდა.
ადგილობრივ მოხალისეებს შორის იყვნენ ძმა სეტასატ ტაუანსირიკული და მისი მეუღლე უარაპორნი. თავიდან ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან სამშენებლო საქმეში გამოცდილება არ ჰქონდათ. სეტასატი აღნიშნავს: „შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ტრენინგი გავიარეთ“.
მოხალისეებმა იმხელა სიხარული განიცადეს, რომ უმეტესობა აღიძრა, სხვა სახის მსახურებაშიც მიეღოთ მონაწილეობა. ზოგი მათგანი ახლა ტაილანდის ფილიალის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვადასხვა პროექტში იღებს მონაწილეობას, ზოგიც ბეთელში მსახურობს, ერთმა დამ კი სამეფოს მახარობელთა სკოლა გაიარა. ძმა რაპიპატ უორადეცაკული, რომელიც ბეთელის ოჯახის ახალი წევრია, აღნიშნავს: „სამშენებლო პროექტზე მუშაობის დროს არაერთხელ ვიგრძენი იეჰოვას მხარდაჭერა, ამიტომ, როცა ბეთელში მსახურება შემომთავაზეს, თამამად დავთანხმდი მოწვევას. დარწმუნებული ვარ, იეჰოვა ამ ახალი დავალების შესრულებაშიც დამეხმარება“.
ტაილანდის ფილიალში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მოიცავდა საცხოვრებელი და საოფისე ფართების შერემონტებას, ტექმომსახურებისა და საწყობის შენობის აშენებას და პარკინგის ტერიტორიის მოწყობას. გარდა ამისა, ბეთელის ოჯახის წევრებისთვის ფილიალთან ახლოს ძმებმა 6 ბინა შეიძინეს და შეარემონტეს.
ვხარობთ, რომ და-ძმებმა მზადყოფნით გაიღეს მსხვერპლი იეჰოვასთვის და საკუთარ თავზე გამოსცადეს 34-ე ფსალმუნის მე-8 მუხლში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“.