2022 წლის 3 თებერვალი
ტაჯიკეთი
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილებით, ტაჯიკეთმა დაარღვია ტიერი ამეძროს უფლებები
2021 წლის 14 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ ტაჯიკეთმა დაარღვია ტიერი ამეძროს უფლებები, როცა დააპატიმრა იგი და მისი დეპორტაცია მოახდინა ყაზახეთში.
აღნიშნული კომიტეტის დადგენილებით, ეს იყო უკანონო ქმედება, რომლითაც დაირღვა გაეროს საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. დადგენილების თანახმად, ტაჯიკეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, სურვილის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალოს ტიერის. ტაჯიკეთის ხელისუფლებას ახლა „ვალდებულება ეკისრება, ყველა სათანადო ნაბიჯი გადადგას მომავალში მსგავსი კანონდარღვევის თავიდან ასარიდებლად“.
2018 წლის 4 ოქტომბერს ტაჯიკეთში ძალოვნები იმ სახლში შეიჭრნენ, სადაც იეჰოვას მოწმეები შეხვედრას ატარებდნენ. მათ დააკავეს ტიერი და დასაკითხად ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს. ტიერი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ტაჯიკეთში მუშაობდა. მას ქვეყანაში არალეგალური გზით შესვლა დასდეს ბრალად, რაც აბსოლუტურად მოკლებული იყო სიმართლეს. 2018 წლის 16 ოქტომბერს მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ მას ფულადი ჯარიმა დააკისრა და მისი დეპორტაცია მოითხოვა.
„იმედი მაქვს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტაჯიკეთში რელიგიის თავისუფლებას და ჩვენი და-ძმები მშვიდად და თავისუფლად შეძლებენ იეჰოვას თაყვანისცემას“ — აღნიშნავს ტიერი.
ამჟამად ტაჯიკეთში რწმენის გამო ერთი ძმაა დაკავებული.
დარწმუნებული ვართ, იეჰოვას წყალობით ჩვენს ძმებს, რომლებიც ასეთ განსაცდელებს ხვდებიან, არ მოაკლდებათ მშვიდობა (ესაია 26:3).