არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 19 მარტი
ტაჯიკეთი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ითხოვს, რომ სპეციალური ზომები იქნას მიღებული ძმა შამილ ხაკიმოვის სასარგებლოდ

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ითხოვს, რომ სპეციალური ზომები იქნას მიღებული ძმა შამილ ხაკიმოვის სასარგებლოდ

2021 წლის 19 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ტაჯიკეთის მთავრობას, რომ დაუყოვნებელი ზომები მიეღს 70 წლის შამილ ხაკიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენი ძმა შამილი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, 2019 წლის თებერვლიდანაა დაპატიმრებული მშვიდობიან რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის გამო. კომიტეტმა მოსთხოვა ტაჯიკეთის ხელისუფლებას, გადაიყვანოს შამილ ხაკიმოვი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში და სანამ კომიტეტი მის საქმეს განიხილავს, აღარ დააბრუნონ ის ციხეში.