არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 2 ოქტომბერი
ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის მთავრობამ 68 წლის შამილ ხაკიმოვს უსამართლოდ შეუფარდა შვიდწელიწად-ნახევრიანი პატიმრობა

ტაჯიკეთის მთავრობამ 68 წლის შამილ ხაკიმოვს უსამართლოდ შეუფარდა შვიდწელიწად-ნახევრიანი პატიმრობა

2019 წლის 10 სექტემბერს ტაჯიკეთში ქალაქ ხუჯანდის სასამართლომ შამილ ხაკიმოვს შვიდწელიწად-ნახევარი მიუსაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს საკუთარ მრწამსს უზიარებდა. იეჰოვას მოწმეები ამ საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 68 წლის ძმა ხაკიმოვი 2019 წლის 26 თებერვალს „რელიგიური სიძულვილის გაღვივების“ ბრალდებით დააპატიმრებს. ამის შემდეგ ის სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც ძმა შამილმა 6 თვე დაჰყო. გარდა იმისა, რომ ძმა ხაკიმოვს უსამართლო პატიმრობის ატანა უწევს, მას მაღალი არტერიული წნევაც აწუხებს და არც თუ ისე დიდი ხნის წინ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა.

ტაჯიკეთში 2017 წელს 18 წლის დანიილ ისლამოვს 6-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხედრო ფორმის ჩაცმაზე უარის თქმის გამო. მას შემდეგ ტაჯიკეთში ძმა შამილ ხაკიმოვის შემთხვევა პირველია, როდესაც იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. ამჟამად ტაჯიკეთი ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, სადაც იეჰოვას მოწმეებს აპატიმრებენ. დანარჩენი ოთხი ქვეყანაა: ერიტრეა, თურქმენეთი, რუსეთი და სინგაპური.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ გააძლიეროს ძმა შამილ ხაკიმოვი, რათა ერთგულად აიტანოს ეს განსაცდელი (რომაელები 15:5).