2021 წლის 7 იანვარი
ტაჯიკეთი
ტაჯიკეთის სამხედრო სასამართლო ძმა რუსტამჯონ ნოროვს სამწელიწადნახევრიან პატიმრობას უფარდებს
2021 წლის 7 იანვარს ტაჯიკეთის სამხედრო სასამართლომ სამწელიწად-ნახევრის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ძმა რუსტამჯონ ნოროვს, რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით.
განაჩენის გამოცხადებამდე რუსტამჯონს უფლება მისცეს, სიტყვით გამოსულიყო სასამართლოს წინაშე.
მან გაბედულად მოახდინა რამდენიმე ბიბლიური მუხლის ციტირება და ახსნა, თუ რატომ ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე. რუსტამჯონმა ისიც აღნიშნა, თუ რა ეხმარებოდა სიმტკიცის შენარჩუნებაში. მან ფილიპელების 4:13-ში ჩაწერილი სიტყვების ციტირება მოახდინა: ,,ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“. შემდეგ დასძინა: ,,მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ჩემი ღმერთი იეჰოვა მედგა გვერდით და მაძლევდა ძალას, რომ ხელი არ ჩამექნია და გული არ გამტყდომოდა, რომ შემენარჩუნებია ბედნიერებისა და სიხარულის განცდა და შემძლებოდა გაღიმება. ძალიან ვემადლიერები ჩემს ღმერთს და მეამაყება, რომ მას ვემსახურები, როგორც მისი ერთ-ერთი მოწმე“.