არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვი

2020 წლის 31 მარტი
ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში მცხოვრებ ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვს რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო პატიმრობა ემუქრება

ტაჯიკეთში მცხოვრებ ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვს რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო პატიმრობა ემუქრება

ოთხშაბათს, 2020 წლის პირველ აპრილს ტაჯიკეთის დედაქალაქის, დუშანბეს, სამხედრო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა ჯოვიდონ ბობოჯონოვის საქმეზე, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით იქნა აღძრული მის წინააღმდეგ. ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ძმა ჯოვიდონი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, უმკაცრეს პირობებში ელოდებოდა თავის განაჩენს.

2019 წლის 4 ოქტომბერს სამხედრო ოფიცრებმა ქალაქ ხუჯანდში საკუთარი სახლიდან გაიტაცეს 19 წლის ჯოვიდონ ბობოჯონოვი, კომისარიატში წაიყვანეს და საპატიმროში ჩასვეს. ორი დღის შემდეგ ის იძულებით წაიყვანეს ლენინსკის რაიონში მდებარე სამხედრო წვრთნების ცენტრში მატარებლით; შემდეგ სამხედრო ნაწილში (№45075) გადაიყვანეს, სადაც ოფიცრები მას სამხედრო ფორმის ჩაცმას და ერთგულების ფიცის დადებას აიძულებდნენ. 2020 წლის 28 იანვარს ჯოვიდონ ბობოჯონოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული.

ჯოვიდონის მშობლებმა, რომლებიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეები არიან, ტაჯიკეთის არაერთ ოფიციალურ უწყებას მიმართეს საჩივრით, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ომბუდსმენის ინსტიტუტს. ტაჯიკეთის ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს, რომ, ვინაიდან ქვეყანაში ჯერ არ არსებობს არანაირი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, ჯოვიდონ ბობოჯონოვის ქმედებები ითვლება დანაშაულად და აქედან გამომდინარე, მისი გატაცება სრულ თანხმობაში იყო კანონმდებლობასთან.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ იეჰოვა დააჯილდოებს ძმა ჯოვიდონს სიმამაცისთვის და საჭირო ძალასა და მშვიდობას უბოძებს მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც (ფსალმუნი 29:11).