არჩეულ მასალაზე გადასვლა

წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ტონგა ფერფლმა დაფარა, ცუნამმა კი დიდი ზიანი მიაყენა იქაურობას.

2022 წლის 26 იანვარი
ტონგა

ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევას ცუნამი მოჰყვა

ტონგაზე ვულკანის ამოფრქვევას ცუნამი მოჰყვა

ამა წლის 15 იანვარს კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს, რომელიც წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა. ცუნამის ტალღებმა სამხრეთ ამერიკასა და იაპონიამდეც კი მიაღწია. ვულკანურმა ფერფლმა და ცუნამმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ტონგას. სერიოზულად დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებები.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.

დაზარალებულთა დახმარება

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • ძმები დაზარალებულებს ფერფლისგან სახურავების გაწმენდაში ეხმარებიან, საიდანაც იქაურები სასმელად წყალს ცისტერნებში აგროვებენ.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

და-ძმები მალევე დაუბრუნდნენ ჩვეულ სულიერ განრიგს და რეგულარულად ატარებენ კრების შეხვედრებს. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა იქნება მათი „შემწე და ნუგეშისმცემელი“ (ფსალმუნი 86:17).