არჩეულ მასალაზე გადასვლა

უზბეკეთი

უზბეკეთი

უზბეკეთი

უზბეკეთმა 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. იეჰოვას მოწმეები 1991 წლამდე ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას. 1992 წელს უზბეკეთმა მიიღო კანონი, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის ძირითად უფლებებს. თუმცა, როცა საქმე რელიგიის თავისუფლებას ეხება, ხელისუფლება ხშირად არღვევს ამ კანონს.

უზბეკეთის ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს იეჰოვას მოწმეების კრებების დარეგისტრირებაზე. ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების მხოლოდ ერთი კრებაა დარეგისტრირებული ქალაქ ჩირჩიკში. a აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეებს რელიგიური შეხვედრების ჩატარება მხოლოდ ჩირჩიკის სამეფო დარბაზში შეუძლიათ. ნებისმიერ სხვა ადგილას შეხვედრის ჩატარება აკრძალულია. პოლიცია ხშირად არბევს იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს, იმ შეხვედრებსაც კი, რომლებსაც მოწმეები საკუთარ სახლებში ატარებენ. უფლებამოსილი პირები აპატიმრებენ დამსწრეებს, ართმევენ პირად ნივთებსა და რელიგიურ ლიტერატურას. სამართალდამცავებმა ზოგი იეჰოვას მოწმე რამდენიმე დღით დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზოგ იეჰოვას მოწმეს დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრეს, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს და რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის რამდენიმე წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იმის გამო, რომ სახელმწიფო უარს აცხადებს იეჰოვას მოწმეების პირების რეგისტრაციაზე, მათი მშვიდობიანი რელიგიური საქმიანობა დანაშაულებრივ ქმედებად ითვლება.

იეჰოვას მოწმეები კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რათა მოიპოვონ ნებართვა და მთელ უზბეკეთში, მათ შორის ტაშკენტშიც რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი კრებები. თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, იეჰოვას მოწმეები აღარ გახდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი და მათი რელიგიის თავისუფლების უფლებაც დაცული იქნება.

a იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი 1994 წელს დარეგისტრირდა. 1999 წელს კი ის ხელახლა გატარდა რეგისტრაციაში.