არჩეულ მასალაზე გადასვლა

ორი იეჰოვას მოწმე სტენდთან მსახურობს.

2022 წლის 18 ივლისი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №11 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

და-ძმები სიკეთეს თესავენ ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში

განახლებული ინფორმაცია №11 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

საჯარო მსახურების განახლებამ უკრაინაში და-ძმები ძალიან გაახარა. მას კარგი შედეგებიც მოჰყვა. როგორც სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები გვატყობინებენ, ბევრი გაახარა სტენდებთან ჩვენმა დანახვამ. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანს თვალს ძალიან ვაკლდით.

ერთმა დამ, ტატიანამ, რომელიც ოდესის ოლქში, სერგეევკაში, ცხოვრობს, გადაწყვიტა, რომ მათთან მისულიყო, ვისაც პანდემიამდე ინახულებდა. ის ამბობს: „თავიდანვე აშკარა იყო, რომ საჯარო მსახურების განახლებას იეჰოვა უჭერდა მხარს“. მან ერთი ქალბატონი მოინახულა, რომელსაც პანდემიამდე უარი ჰქონდა ნათქვამი შესწავლაზე. თუმცა ახლა ის ძალიან იყო დაინტერესებული სულიერი საკითხებით და მაშინვე დასთანხმდა ტატიანას ბიბლიის შესწავლაზე. ტატიანა აღნიშნავს: „გადაწყვეტილი მაქვს, ყველა ძველი დაინტერესებული მოვინახულო და ბიბლიის შესწავლა შევთავაზო“.

ორმა ჩვენმა თანაქრისტიანმა მარიუპოლიდან, ევჰენიმ და ლილიამ, საცხოვრებელი ტერიტორია დატოვეს და უკრაინის შედარებით უსაფრთხო მხარეს შეაფარეს თავი. ორივენი აქტიურად მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმეში. როგორც აღნიშნავენ, მსახურება დაეხმარათ, რომ პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაეტანათ ყურადღება: „ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც უწინ. ცხოვრების ხელახლა დაწყება ნამდვილად არ არის ადვილი, თუმცა არ გვავიწყდება, რომ იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა. მისი წმინდა სული და და-ძმების მხარდაჭერა გვეხმარება, შევეგუოთ ცვლილებებს“.

ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე ძმები თავიანთი საქმეებითაც განადიდებენ იეჰოვას. მაგალითად, მიკოლაივში ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ერთი საწყობის შერემონტებაში დაეხმარნენ. ძმებმა შეაკეთეს წყალგაყვანილობა, დაამაგრეს თაროები და ტონობით პროდუქტს მიუჩინეს ადგილი. როცა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი შემოწმებაზე მივიდა, ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა: „ამას ნამდვილად არ ველოდი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს და-ძმებს უკრაინაში ძალიან რთული დრო უდგათ, მათ დიდ სიხარულს ჰგვრით მსახურებაში აქტიური მონაწილეობა და სიკეთის კეთება (გალატელები 6:9).

ქვემოთ მოცემულია 2022 წლის 13 ივლისის მონაცემები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი და-ძმების მიერაა მოწოდებული. თუმცა ციფრები შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 42 და-ძმა.

  • დაშავდა 97 მაუწყებელი.

  • 28 683 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 524 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 588 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 554 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 5 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 10 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 36 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 52 947 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყანა დატოვა 23 863-მა მაუწყებელმა, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.