არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 21 ნოემბერი
უკრაინა

უახლესი ინფორმაცია უკრაინიდან: იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან ათასობით იძულებით გადაადგილებულს

უახლესი ინფორმაცია უკრაინიდან: იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან ათასობით იძულებით გადაადგილებულს

ლვოვი, უკრაინა — იეჰოვას მოწმეები კვლავ ეხმარებიან თავიანთ თანამორწმუნეებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული საომარი ვითარების გამო სახლ-კარი დაეტოვებინათ.

კონფლიქტის ზონას დაახლოებით 7 500-მა იეჰოვას მოწმემ დააღწია თავი და აქედან თითქმის 4 000 იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი ფილიალის (ლვოვი) მიერ ორგანიზებული დაზარალებულთა დახმარების შვიდი კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშაა. დანარჩენი მოწმეები ნათესავებმა და თანამორწმუნეებმა შეიფარეს რუსეთსა და უკრაინაში. ამას გარდა, კიდევ ექვსი დაზარალებულთა დახმარების კომიტეტია ჩამოყალიბებული იმ მიზნით, რომ იზრუნოს 17 500-ზე მეტ მოწმეზე, რომლებიც კვლავაც კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან.

ჭურვების აფეთქების შედეგად რამდენიმე იეჰოვას მოწმის სახლი განადგურდა, მათ შორის დონეცკის ოლქში, სოფელ სემიონოვკაში მდებარე ეს სახლი

იეჰოვას მოწმეების ფილიალმა (ლვოვი) დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ექვსი იეჰოვას მოწმე დაიღუპა. ერთი მოწმე 2014 წლის 17 ივნისს ქალაქ კრამატორსკში მის მანქანასთან ახლოს ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა; სხვა 5 მოწმის სიკვდილიც ჭურვის აფეთქებამ გამოიწვია. ეს მოწმეები სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ — დონეცკში, ლუგანსკში, რასკოშნიში და სლავიანსკში.

დაზარალებულთა დახმარების მიზნით ფილიალი აგრეთვე ორგანიზებას უწევს იეჰოვას მოწმეთა ზოგი თაყვანისმცემლობის ადგილისა და საცხოვრებელი სახლის აღდგენით სამუშაოებს.

იეჰოვას მოწმეები დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთებაზე მუშაობენ

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

უკრაინა: ვასილ კობელი, ტელ. +38 032 240 9323