არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 13 დეკემბერი
უკრაინა

უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, იეჰოვას მოწმეებს რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობები ჩამოართვეს

უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, იეჰოვას მოწმეებს რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობები ჩამოართვეს

დონეცკის ოლქი

გორლოვკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის ივნისის ბოლოს სამხედროები ვილიამსა აკადემიკას №3 ა-ში მდებარე მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ, წაიღეს აპარატურა, გამოცვალეს საკეტები და შენობა სამხედრო ბარაკად აქციეს.

  • 2015 წლის 13 აპრილს მოწმეებმა კუთვნილი შენობა დაიბრუნეს.

ქალაქი გორლოვკა (აკადემიკა კოროლიოვას ქ. №75)

გორლოვკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 5 ივლისს სამხედროებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს, რათა საბრძოლო მასალის საწყობად და ბარაკად გამოეყენებინათ. 2014 წლის სექტემბერში მათ დატოვეს შენობა. მოგვიანებით მოწმეებმა დაიბრუნეს კუთვნილი შენობა და განაახლეს თავიანთი რელიგიური შეხვედრები.

  • 2014 წლის 12 ოქტომბერს, როცა მოწმეები თავიანთ რელიგიურ შეხვედრას ატარებდნენ, სამხედროები სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და იქ დამსწრეებს უბრძანეს, შეეწყვიტათ პროგრამის მსვლელობა. მათ განაცხადეს, რომ რეგიონში მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგია იყო დაშვებული და, რომ მალე იეჰოვას მოწმეების ჭაჭანება აღარ იქნებოდა.

ქალაქი დონეცკი (კარამზინას ქ. №10)

დონეცკი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 13 აგვისტოს ჯარისკაცები მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და სამხედრო ბარაკად აქციეს.

  • 2014 წლის 19 აგვისტოს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზიდან ხმის გამაძლიერებელი აპარატურა წაიღეს და შენობა დატოვეს. მოწმეები კვლავ იყენებდნენ შენობას თავიანთი რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად.

  • 2014 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს თავიანთი რელიგიური შეხვედრა, სამეფო დარბაზში „ოპლოტის“ მეოთხე ბატალიონის წარმომადგენლები შეიჭრნენ და დამსწრეებს განუცხადეს, რომ ამიერიდან ისინი თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ შენობას.

  • 2014 წლის 18 ნოემბერს სამხედროებმა მოწმეებისგან მოითხოვეს, ხელი მოეწერათ საბუთზე, რის შემდეგაც სამეფო დარბაზის შენობა პეტროვსკისა და კიროვსკის რაიონის ერთ-ერთი სამხედრო დაწესებულების საკუთრებაში გადავიდოდა. ჯარისკაცები შენობას დღემდე სამხედრო ბარაკად იყენებენ.

ქალაქი გორლოვკა (ჰერცენას ქ. №4)

გორლოვკა: შეიარაღებულმა სამოქალაქო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 30 სექტემბერს ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტმა აიღო ინტერვიუ მოწმეების სამეფო დარბაზის „ახალი მფლობელისგან“, რომელმაც განაცხადა, რომ მოწმეებისთვის ჩამორთმეული შენობა კრივის სავარჯიშო დარბაზად გადაკეთდებოდა. 2013 წლიდან ამ სამეფო დარბაზზე ბევრჯერ მოხდა ვანდალური თავდასხმა; ბოროტმოქმედებმა არაერთხელ სცადეს მისი გადაწვაც. ბოლოს მსგავს მცდელობას 2014 წლის 5 ივნისს ჰქონდა ადგილი.

დონეცკი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 26 ოქტომბერს შახტარის ბატალიონის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) ჯარისკაცები მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და დღემდე სამხედრო ბარაკად იყენებენ.

ქალაქი ჟდანოვკა (კომსომოლსკოეს ქ. №14)

ჟდანოვკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 27 ოქტომბერს ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის ბრძანებით, გორლოვკას სამხედრო დაჯგუფების წევრებმა მოწმეების სამეფო დარბაზი დაიკავეს. ერთმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ მათ რეგიონში მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგია იყო დაშვებული და ყველა სხვა რელიგია იკრძალებოდა.

  • 2014 წლის 21 ნოემბერს სხვა შეიარაღებული რაზმის მეთაურმა იეჰოვას მოწმეებს განუცხადა, რომ შენობას ამიერიდან მისი ხელქვეითები გამოიყენებდნენ.

  • 2015 წლის 20 ნოემბერს შეიარაღებულმა პირებმა დატოვეს შენობა, რის შემდეგაც მოწმეებმა დაიბრუნეს თავიანთი საკუთრება.

ტელმანოვოს რაიონი (პერვომაისკის ქ. №112)

ტელმანოვო: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 4 ნოემბერს სამხედრო პირები იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და შენობის გარშემო დაცვა დააყენეს.

  • 2014 წლის 11 დეკემბერს ჯარისკაცებმა სამეფო დარბაზში საბრძოლო მასალა შეიტანეს და დღემდე სამხედრო ბარაკად იყენებენ.

ქალაქი მაკეევკა (პეჩერსკის ქ. №17)

მაკეევკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი დაიკავეს, თუმცა მოგვიანებით დატოვეს შენობა.

  • 2014 წლის 5 ნოემბერს ერთ-ერთი ბატალიონის ჯარისკაცები მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ. მათ მოითხოვეს, რომ მოწმეებს მათთვის შენობის გასაღებები გადაეცათ და აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ. მომდევნო დღეს ბატალიონის მეთაურის მოადგილემ სამეფო დარბაზიდან ჩამოხსნა აბრა და მის ადგილზე სამხედრო დროშა გამოფინა.

  • 2014 წლის 26 ნოემბერს სამხედრო ბატალიონმა დატოვა სამეფო დარბაზის შენობა.

გორლოვკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი დაიკავეს, თუმცა მალევე დატოვეს. მოგვიანებით კი შენობა კვლავ მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 29 ნოემბერს სამხედრო პირები ვიჩიზნიანას №105 ა-ში მდებარე მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და დამსწრეებს განუცხადეს, რომ ამიერიდან ისინი თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ შენობას. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თქვა, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონში მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგია იყო დაშვებული. სამხედროებმა სამეფო დარბაზის გარშემო დაცვა დააყენეს და მოწმეებს უთხრეს, რომ ვეღარ გამოიყენებდნენ შენობას. მეორე დღეს ჯარისკაცებმა დატოვეს შენობა.

  • 2016 წლის 22 ივლისს შეიარაღებული პირები კვლავ შეიჭრნენ შენობაში და დამსწრეებს უბრძანეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ იქაურობა. მათ გაძარცვეს შენობა.

ქალაქი ზუგრესი (ჩერნიახოვსკის ქ. №1)

ზუგრესი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 20 დეკემბერს მაღალი წოდების სამხედრო პირმა მოწმეებს განუცხადა, რომ ამიერიდან ის თავისი მიზნებისთვის გამოიყენებდა სამეფო დარბაზს. მან მოითხოვა მოწმეებისგან, რომ მისთვის გადაეცათ შენობის გასაღებები და აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ.

  • 2015 წლის 19 აპრილს იეჰოვას მოწმეებმა დაიბრუნეს კუთვნილი შენობა.

დონეცკი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2015 წლის 1 თებერვალს შეიარაღებული პირები მოწმეების სამეფო დარბაზში შევიდნენ. მათ მოწმეებისგან მოითხოვეს, გადაეცათ შენობის გასაღებები და ხელი მოეწერათ საბუთზე, რის შემდეგაც სამეფო დარბაზი სამხედროების საკუთრებაში გადავიდოდა. მათ განზრახული ჰქონდათ, მიმდინარე საომარი ვითარების განმავლობაში შენობა პირადი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

  • 2016 წლის 29 თებერვალს იეჰოვას მოწმეებმა დაიბრუნეს შენობა, მაგრამ იმისთვის, რომ იქ რელიგიური შეხვედრები კვლავ ჩაეტარებინათ, საჭირო გახდა შენობის შეკეთება.

ენაკიევო: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2015 წლის 3 მარტს სამხედროებმა იეჰოვას მოწმეებისგან მოითხოვეს, მათთვის გადაეცათ სამეფო დარბაზის გასაღებები. ჯარისკაცებს სურდათ, შენობა სამხედრო ბარაკად გამოეყენებინათ.

გორლოვკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი დაიკავეს.

  • 2016 წლის 25 ივლისს შეიარაღებული სამხედრო პირები შეიჭრნენ სიმფეროპოლსკის №9-ში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში. მათ მოწმეებს განუცხადეს, რომ რეგიონში მხოლოდ სამი რელიგია იყო დაშვებული და, რომ მალე იეჰოვას მოწმეების სახსენებელი აღარ იქნებოდა.

ლუგანსკის ოლქი

ქალაქი ანტრაციტი (კომუნარსკის ქ. №4)

ანტრაციტი: სამოქალაქო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის სექტემბერში უცნობი პირები ორჯერ შეიჭრნენ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში. მათ შენობიდან აპარატურა მოიპარეს და კედელზე დატოვეს წარწერა: „მართლმადიდებელი კაზაკები!“.

  • 2014 წლის 25 სექტემბერს ერთმა ადგილობრივმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზების მისაკუთრება იმ მიზნით მოხდა, რომ საბავშვო ბაღებად გამოეყენებინათ.

  • 2015 წლის მაისში იეჰოვას მოწმეებმა დაიბრუნეს კუთვნილი შენობა.

ქალაქი როვენკი (დერჟინსკის ქ. №84 ა)

როვენკი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 23 სექტემბერს ერთ-ერთი ბატალიონის ჯარისკაცები სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და მოწმეებს უბრძანეს, მეტად აღარ მოსულიყვნენ იქ. ჯარისკაცები შენობას სამხედრო ბარაკად იყენებდნენ.

  • 2015 წლის აგვისტოში იეჰოვას მოწმეებმა დაიბრუნეს კუთვნილი შენობა.

პერევალსკი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 5 ნოემბერს სამხედრო მეთაურის მოადგილის ხელმძღვანელობით ჯარისკაცები სამეფო დარბაზში შეიჭრნენ. სამხედროებმა მოწმეებს განუცხადეს, რომ შენობა უკვე მათ განკარგულებაში იყო და სასადილოდ გამოიყენებდნენ. მეთაურის მოადგილემ მოწმეებს ასეთი რამ უთხრა: „იეჰოვას მოწმეებისთვის ყველაფერი დამთავრდა!“. მისივე თქმით, მოწმეები მეტად ვეღარ შეძლებდნენ თავიანთი რელიგიური მსახურების შესრულებას.

ქალაქი კრასნი ლუჩი (რადიანსკის ქ. №37)

კრასნი ლუჩი: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2014 წლის 5 დეკემბერს სამხედრო პირები მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ; ეზოში სამხედრო მანქანები შეიყვანეს და შენობის გარშემო დაცვა დააყენეს.

ბრიანკა: შეიარაღებულმა სამხედრო პირებმა მოწმეების სამეფო დარბაზი მიისაკუთრეს.

  • 2015 წლის 26 მარტს სამხედრო პირები მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ; შენობიდან ყველაფერი გაიტანეს და კედელზე მიამაგრეს აბრა, წარწერით: „ყოვლისშემძლე დონსკის ჯარი“.