2017 წლის 25 ივლისი
უკრაინა
უკრაინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალში ღია კარის დღე მოეწყო
ლვოვი, უკრაინა — 2017 წლის 2 მაისს უკრაინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალში ღია კარის დღე გაიმართა. ამ ერთდღიან ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ბიზნესმენები და ქალაქ ლვოვის მაცხოვრებლები. ღია კარის დღეზე მათ შესაძლებლობა მიეცათ, ენახათ, როგორ ფუნქციონირებს იეჰოვას მოწმეების ფილიალი.
ფილიალში ღია კარის დღეზე მოეწყო გამოფენა. აქ წარმოდგენილი იყო სტენდი და ვიდეო, რომლებიც დამთვალიერებლებს აცნობდა, როგორ ფუნქციონირებს ფილიალი. გარდა ამისა, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ისტორიული მუზეუმი. ბავშვებისთვის კი მოეწყო სპეციალური კუთხე. უკრაინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი ივან რიჰერი აღნიშნავს: „2001 წლის შემდეგ ჩვენს ფილიალში პირველად გაიმართა ღია კარის დღე. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, უკრაინაში კარგად გვიცნობენ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობით, ახლა კი ხალხი იმასაც გაიგებს, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ფილიალი და რა დახმარებას უწევს ის საზოგადოებას, რაც ძალიან გვახარებს“.
უკრაინის კულტურის სამინისტროში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი იარაში ფილიალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს: „იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია იმის კარგ მაგალითს იძლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოების წევრებს შორის ჰარმონიული თანაცხოვრების მისაღწევად, მიუხედავად რელიგიური სხვადასხვაობისა“.
წელს ღია კარის დღე კამერუნში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალსა და უორიკში (ნიუ-იორკი) განთავსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოშიც მოეწყო.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
უკრაინა: ივან რიჰერი, ტელ. +38-032-240-9323