არჩეულ მასალაზე გადასვლა

2012 წლის 4 ოქტომბერი
უკრაინა

უკრაინაში სამართლიანობამ გაიმარჯვა

უკრაინაში სამართლიანობამ გაიმარჯვა

2012 წლის 26 სექტემბერს, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მცდელობა იმ ტერიტორიის უკანონო მისაკუთრებისა, რომელზეც მდებარეობს იეჰოვას მოწმეთა უკრაინის ფილიალი.

იეჰოვას მოწმეებმა 1998 წელს კანონიერად შეისყიდეს ეს ტერიტორია. მაგრამ 2008 წელს ტერიტორიის ყოფილმა მესაკუთრემ ხელახლა გაყიდა ის და „სპორტის განვითარების ცენტრს“ მიჰყიდა. ასეთი ქმედებები უკრაინაში „ქონების დატაცების“ სახელითაა ცნობილი.

ადგილობრივმა კომერციულმა სასამართლომ მოწმეების მიერ შეტანილი საჩივრები გააუქმა და გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ „სპორტის განვითარების ცენტრს“ კანონიერად ჰქონდა შესყიდული ტერიტორია.

თუმცა, 2011 წლის დეკემბერს სამართლიანობამ გაიმარჯვა, როდესაც უმაღლესმა კომერციულმა სასამართლომ განაჩენი მოწმეების სასარგებლოდ გამოიტანა და 2012 წლის აპრილს „სპორტის განვითარების ცენტრის“ მიერ შეტანილი საჩივრის ანულირება მოახდინა, რითაც დამტკიცდა, რომ ეს ტერიტორია იეჰოვას მოწმეებს კანონიერად ეკუთვნოდა. სამი თვის შემდეგ, ქალაქ ლვოვის კომერციულმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „სპორტის განვითარების ცენტრი“ ტერიტორიის მესაკუთრედ იყო აღიარებული.

„სპორტის განვითარების ცენტრმა“ აპრილში მიღებული გადაწყვეტილება „უკრაინის უზენაეს სასამართლოში“ გაასაჩივრა. თუმცა, 26 სექტემბერს სასამართლომ ის მაშინვე უარყო და, ამგვარად, საბოლოო განაჩენი გამოიტანა.

ეს საკითხი მოწმეების სასარგებლოდ რომ არ გადაწყვეტილიყო, ისინი დაკარგავდნენ თავიანთ ადმინისტრაციულ შენობასა და ტერიტორიის დიდ ნაწილს, რაც ხელს შეუშლიდა უკრაინაში არსებული მთავარი სამმართველოს საქმიანობას.