არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნათლობისთვის განკუთვნილი 6 აუზი, რომლებშიც 7 402 ადამიანი მოინათლა 1993 წელს კიევში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიური სწავლება“.

25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
უკრაინა

უკრაინაში ჩატარებული ისტორიული კონგრესიდან 30 წლის შემდეგ

უკრაინაში ჩატარებული ისტორიული კონგრესიდან 30 წლის შემდეგ

1993 წლის 7 აგვისტოს კიევში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „ღვთიური სწავლება“, რომელსაც 16 ქვეყნიდან თითქმის 65 000 ადამიანი დაესწრო და 7 402 ადამიანი მოინათლა. იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორიაში ასეთი ფართომასშტაბიანი ნათლობა არასდროს ყოფილა. დღემდე არ ავიწყდებათ ეს განსაკუთრებული მოვლენა იმ და-ძმებს, რომლებიც მაშინ მოინათლნენ.

მონათლულთა შორის იყვნენ ვოლოდიმირი და მისი მეუღლე ალა. მაშინ ეს წყვილი პირველად დაესწრო კონგრესს. ისინი იხსენებენ: „მანამდე მხოლოდ პუბლიკაციებში ვკითხულობდით მსოფლიო საძმოს შესახებ, მაგრამ კონგრესზე საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორი საძმო გვყავს. მას შემდეგ ყველა კონგრესს ვესწრებით და და-ძმების მაგალითზე ვხედავთ, რომ თუ იეჰოვას პირველ ადგილზე დავაყენებთ, ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით“.

მარცხნივ: ვოლოდიმირი და ალა 1993 წლის საერთაშორისო კონგრესზე. მარჯვნივ: ვოლოდიმირი და ალა დღეს

ერთი ძმა ოლექსანდრი იმ 50 და-ძმას შორის იყო, რომლებიც მისი კრებიდან მოინათლნენ. ის იხსენებს: „ასეთი ერთობისა და სიყვარულის შემხედვარე ცრემლებს ვერ ვიკავებდი. დავრწმუნდი, რომ მართლა მოსიყვარულე სულიერი ოჯახის წევრი ვიყავი. დღემდე იგივე ემოციები მიჩნდება, როცა კონგრესებს ვესწრები“.

მარცხნივ: ოლექსანდრი 1993 წლის საერთაშორისო კონგრესზე. მარჯვნივ: ოლექსანდრი და ლარისა დღეს

ერთმა დამ, ლუდმილამ, რომელიც ამ კონგრესზე მოინათლა, აღნიშნა: „კონგრესის პროგრამამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მიზნების დასახვა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, მთელი ჩემი დრო იეჰოვასთვის მიმეძღვნა. ასე რომ, უკვე 28 წელია, სრული დროით ვმსახურობ. ამ წლების მანძილზე იეჰოვას არასდროს დავუტოვებივარ მხარდაჭერის გარეშე“.

მარცხნივ: ლუდმილა 1993 წლის საერთაშორისო კონგრესზე. მარჯვნივ: ლუდმილა დღეს

1993 წელს კიევში ჩატარებული საერთაშორისო კონგრესი მართლაც დასამახსოვრებელი მოვლენა იყო. მას შემდეგ უკრაინაში მაუწყებელთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. დღესაც აშკარაა, რომ იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს იმ უკრაინელებს, რომლებიც მისადმი მსახურებას ირჩევენ, თავს უძღვნიან მას და ინათლებიან (გამოსვლა 32:26).