2022 წლის 3 მარტი
უკრაინა
უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანაში 129 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. ფილიალმა ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების 27 კომიტეტი, რათა უკრაინელ და-ძმებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ. ჩვენი თანამორწმუნეები ქრისტიანულ სიყვარულს სხვაგვარადაც ავლენენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამ რთულ დროს მხარში ამოუდგნენ და ანუგეშონ როგორც ერთმანეთი, ისე სხვები.
ჩვენი და-ძმების უმეტესობა უკრაინაში რჩება, თუმცა ზოგმა გადაწყვიტა, სხვა ქვეყნისთვის შეეფარებინა თავი. ქვეყნის საზღვრებთან საკმაოდ დიდი რიგები დგას, ზოგან — დაახლოებით 30 კილომეტრიანი. სწორედ ასეთ რიგებში უწევს ზოგ ჩვენს თანაქრისტიანს სამი-ოთხი დღის მანძილზე ლოდინი. მაუწყებლები რიგში და-ძმებს ეძებენ, ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან და წყალს და საკვებს უნაწილებენ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მათ იქაური და-ძმები ეგებებიან, რომელთაც ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით jw.org. ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ თანაქრისტიანებს დახმარება.
დაზარალებული და-ძმები
სამწუხაროდ, 1-ელ მარტს ხარკოვის დაბომბვის დროს დაიღუპა ჩვენი ყრუ-მუნჯი ძმა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაშავდა.
დაშავდა 3 ჩვენი და.
5 000-ზე მეტმა მაუწყებელმა დატოვა საცხოვრებელი.
მთლიანად დაინგრა 2 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 3 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 35 სახლი.
დაზიანდა 2 დარბაზი.
უამრავი და-ძმა დარჩა ელექტროენერგიის, გათბობის, კომუნიკაციისა და სასმელი წყლის გარეშე.
დაზარალებულთა დახმარება
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 27 კომიტეტი.
მათ 867 მაუწყებელი უზრუნველყვეს თავშესაფრით.
ისინი დაზარალებულებს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და წყალს და საკვებს აწვდიან.
ეს პირველადი მონაცემებია უკრაინიდან.
ვლოცულობთ, რომ ჩვენმა და-ძმებმა კვლავაც შეძლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება ამ რთულ ვითარებაში და, ყველაფრის მიუხედავად, ძმური სიყვარული გამოავლინონ ერთმანეთისადმი (იგავები 9:10; 1 თესალონიკელები 4:9).