არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 12 დეკემბერი
უკრაინა

უკრაინის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზით სარგებლობის უფლებას აძლევს

უკრაინის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზით სარგებლობის უფლებას აძლევს

ოთხწლიანი სასამართლო დავის შემდეგ უკრაინის ქალაქ ტეტიევში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზის თაყვანისმცემლობისთვის გამოყენების უფლება მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ძმებმა სამეფო დარბაზის მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დაამთავრეს, არქიტექტურის სახელმწიფო კავშირი არაერთ სირთულეს უქმნიდა ჩვენს ძმებს. მაგალითად, აღნიშნულმა ორგანომ ექვსჯერ უთხრა მათ უარი საექსპლუატაციო ნებართვის გაცემაზე. გარდა ამისა, ადგილობრივ კრებას არაერთხელ დააკისრეს დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა და მშენებლობის ნებართვაც კი გააუქმეს მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.

2018 წლის 10 ოქტომბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მშენებლობის დროს იეჰოვას მოწმეები იცავდნენ სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო წესებს. მათ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების აშენების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციითაა დაცული. 2019 წლის 28 მარტს უკრაინის არქიტექტურის სახელმწიფო კავშირის ახალმა უფროსმა იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზის გამოყენებისთვის საჭირო საექსპლუატაციო ნებართვა მისცა. რამდენიმე დღეში აღნიშნულ სამეფო დარბაზში პირველი კრების შეხვედრა ჩატარდა.

2019 წლის 2 ნოემბერს ძმებმა ღია კარის დღე მოაწყვეს. მათ მიიწვიეს ქალაქისა და რეგიონის უფლებამოსილი პირები და მეზობლები. ქალაქ ტეტიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა, ანატოლი ფედიოროვიჩ ზავალნიუკმა, აღნიშნა: „მშენებლობის დროს თქვენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა წესისა და მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებდით და ზუსტად ეტეოდით დადგენილ ვადებში. თქვენი თაყვანისცემლობის შენობა ამშვენებს ამ ქუჩას და ზოგადად, ქალაქის ამ ნაწილს. დიდ მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის“.

მოვლენების ამგვარი განვითარების გამო ვხარობთ ქალაქ ტეტიევში მცხოვრებ და-ძმებთან ერთად. მათ ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი სამეფო დარბაზი იეჰოვას განსადიდებლად (ფსალმუნი 69:30).