არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 26 აპრილი
ფილიპინები

გამანადგურებელი ტაიფუნის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა აღდგენით სამუშაოებს გაუწიეს ორგანიზება

გამანადგურებელი ტაიფუნის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა აღდგენით სამუშაოებს გაუწიეს ორგანიზება

მანილა, ფილიპინები — ფილიპინებზე იეჰოვას მოწმეებმა გამანადგურებელი ტაიფუნის, „ნოკ-ტენის“ („ნინა“), შედეგად დაზიანებული და დანგრეული სახლების შეკეთებასა და აშენებას გაუწიეს ორგანიზება.

იეჰოვას მოწმე მშენებლები ჯეისონ დოტიმასი (მარცხნივ) და ბეთელ ალვარესი (მარჯვნივ) მუშაობენ სამეფო დარბაზის შეკეთებაზე, რომელიც ფილიპინების ქალაქ პოლანგუიში მდებარეობს. ორივე მათგანმა 650-ზე მეტი კილომეტრი იმგზავრა, რათა სტიქიით დაზარალებულებს დახმარებოდა

2016 წლის 25 დეკემბერს მე-4 კატეგორიის გამანადგურებელმა ტაიფუნმა „ნოკ-ტენმა“ ფილიპინებზე ბიკოლის რეგიონს გადაუარა. საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა და 390 000-ზე მეტი შენობა დააზიანა. სტიქიის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა მოწმეების 300-ზე მეტი სახლი და 24 სამეფო დარბაზი (თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობა) დაზიანდა ან სრულიად განადგურდა. დაზარალებულ თანამორწმუნეთა დასახმარებლად იეჰოვას მოწმეების ადგილობრივმა ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ქალაქ ნაგაში.

დინ ჯეისეკი, იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი ფილიპინებზე, აღნიშნავს: „ამ დროისთვის ჩვენმა მოხალისეებმა თანამორწმუნეთა 271 სახლი და 22 სამეფო დარბაზი შეაკეთეს. ვფიქრობთ, რომ სამშენებლო ბრიგადები დარჩენილი 38 სახლისა და 2 სამეფო დარბაზის შეკეთებას 2017 წლის აპრილამდე დაასრულებენ“.

სახლები, რომლებიც 6 დღეში სწრაფი მეთოდით ააშენეს

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობასა და სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას ხელმძღვანელი საბჭო უწევს ორგანიზებას, რისთვისაც ნებაყოფლობით შესაწირავებს იყენებს. მთელ მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმეა, რომელთაგან 209 000-ზე მეტი ფილიპინებზე ცხოვრობს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ფილიპინები: დინ ჯეისეკი, ტელ. +63-2-224-4444