არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 13 დეკემბერი
ფილიპინები

გამანადგურებელი ტაიფუნი ფილიპინების ზოგიერთ მხარეში

გამანადგურებელი ტაიფუნი ფილიპინების ზოგიერთ მხარეში

2019 წლის 2 დეკემბერს ტაიფუნმა „კამურიმ“ (ცნობილია აგრეთვე „ტისოის“ სახელით) გამოიწვია მეწყერი სამხრეთ ლუსონში, ბიკოლის რეგიონში. მართალია, არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა, მაგრამ მოწმეთა 108 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 478 სახლს კი მცირე ზიანი მიადგა. გარდა ამისა, დაზიანდა 15 სამეფო დარბაზი.

ვინაიდან სტიქიამ დიდი ზარალი გამოიწვია, ფილიპინების ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა რვა კომიტეტი, რათა დაზარალებული და-ძმებისთვის სათანადო სულიერი და მატერიალური დახმარება აღმოეჩინათ.

ვლოცულობთ ფილიპინებში მცხოვრები და-ძმებისთვის, და ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს ... შველა მოგივლინოს თავისი წმინდა ადგილიდან“ (ფსალმუნი 20:1, 2).