2021 წლის 22 ივნისი
ფილიპინები
იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიკოლი ენაზე
2021 წლის 20 ივნისს გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია ბიკოლი ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გააკეთა ძმა დენტონ ჰოპკინსონმა, ფილიპინების ფილიალის კომიტეტის წევრმა, სპეციალურად გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც 97 კრების მაუწყებლები უყურებდნენ.
მნიშვნელოვანი ცნობები
ბიკოლი ენაზე დაახლოებით 5, 8 მილიონი ადამიანი საუბრობს, რომლებიც ძირითადად ფილიპინების 5 პროვინციაში ცხოვრობენ. ეს პროვინციებია: ალბაი, ჩრდილოეთი კამარინესი, სამხრეთი კამარინესი, კატანდუანესი და სორსოგონი.
ბიკოლი ენა ფილიპინებში მეხუთეა ყველაზე მეტად გავრცელებული ენებიდან.
5 800-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს ბიკოლიენოვან კრებებში.
პროექტის დასრულებას მთარგმნელთა ორმა ჯგუფმა შვიდწელიწად-ნახევარი მოანდომა.
ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „იმის გამო, რომ ბიკოლი ენის რამდენიმე დიალექტი არსებობს, განსაკუთრებული ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ისეთი სიტყვები შეგვერჩია, რომლებიც ადვილი გასაგები იქნებოდა ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა უმეტესობისთვის“.
კიდევ ერთმა მთარგმნელმა კი ასეთი რამ თქვა: „გვჯერა, რომ ბიბლიის ეს თარგმანი, რომელშიც თანამედროვე და მარტივი ენაა გამოყენებული, დაეხმარება მკითხველს, ადვილად ჩასწვდეს წაკითხულის მნიშვნელობას“.
ფილიპინებში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ექვს ადგილობრივ ენაზე. ეს ენებია: სებუური, ჰილიგაინონი, ილოკური, პანგასიანური, ტაგალური და ვარაი.
ბიკოლი ენაზე მოსაუბრე და-ძმებთან ერთად ჩვენც ვხარობთ ბიბლიის ამ ახალი გამოცემით. დარწმუნებული ვართ, ეს ბიბლია კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება, განადიდოს იეჰოვა მარადიულად (ფსალმუნი 22:26).