არჩეულ მასალაზე გადასვლა

კორონავირუსამდე გადაღებული ფოტო: სინტია (მარცხნივ), ასაკოვანი მოუნათლავი მაუწყებელი, რომელიც ყრუ-მუნჯი და უსინათლოა, ტაქტილური ჟესტური ენის გამოყენებით კრებაში დასთან ურთიერთობს.

2020 წლის 12 მაისი
ფილიპინები

კრება ზრუნავს ყრუ-მუნჯ და უსინათლო დაზე პანდემიის დროს

კრება ზრუნავს ყრუ-მუნჯ და უსინათლო დაზე პანდემიის დროს

სინტია პაბლო 64 წლის მოუნათლავი მაუწყებელია, რომელიც ფილიპინებში, პანგულოს ჟესტურენოვან კრებაში მსახურობს. ის ყრუ-მუნჯი და უსინათლოა და ფინანსურადაც ძალიან უჭირს. სინტია ქალაქ ვალენსუელაში, ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ცხოვრობს ნათესავებთან ერთად, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. სინტიას მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა; მიუხედავად ამისა, ძმები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად.

ძმა უოლტერ ილუმინს მოტოციკლით სინტიასთვის სუფთა ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მიაქვს.

სინტია თავისი ასაკიდან გამომდინარე ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. იმ რაიონში, სადაც ის ცხოვრობს, პანდემიის გამო წყლის დეფიციტია და სინტიას ტანსაცმლის გარეცხვაც კი უჭირს. ადრე მასთან კრებიდან დები მიდიოდნენ და ეხმარებოდნენ, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ბუნებრივია, ეს უკვე შეუძლებელი გახდა.

ძმა უოლტერ ილუმინმა, რომელიც სინტიას კრებაში უხუცესად მსახურობს, სპეციალური ნებართვა მოიპოვა, რათა სახლიდან გასვლა და სინტიას დახმარება შეძლებოდა. ამგვარ ნებართვას, მხოლოდ მათ აძლევენ, ვინც იმაზე ზრუნავენ, რომ სხვები ძირითადი საარსებო საშუალებებით უზრუნველყონ. ძმა უოლტერს სინტიასთვის მარტო გარეცხილი ტანსაცმელი კი არა მიაქვს, არამედ საკვები და სხვა აუცილებელი საშუალებები. ის ზედმიწვნით ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ისე სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებსა და მითითებებს, რომელთა შორისაა ნიღბითა და სხვა დამცავი საშუალებებით აღჭურვილობა და ხელების ხშირი დაბანა.

და-ძმებისთვის მადლიერების გამოსახატავად სინტია პატარ-პატარა ვიდეობის ჩანაწერებს აკეთებს. ძმა ილუმინი კი ამ ვიდეოებს კრების წევრებს უზიარებს.

სინტია მსახურებაში პანდემიამდე.

უოლტერი სინტიასთან იმისთვისაც მიდის, რომ ტაქტილურ ენაზე, ანუ შეხებით ჟესტურ ენაზე, უთარგმნოს კრების შეხვედრები, რომლებიც ვიდეოკონფერენციის მეშვეოებით ტარდება. მისი დახმარებით, სინტია რეგულარულად აკეთებს კომენტარებს ჟურნალ „საგუშაო კოშკის“ განხილვის დროს. კრების წევრებს ძალიან ამხნევებთ სინტიას აქტიურობა ამ რთულ პერიოდში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, თუ როგორ ამხნევებენ და ანუგეშებენ ერთმანეთს მისი ხალხი, განსაკუთრებით ახლა, რაც უფრო ვხედავ იმ დღის მოახლოებას (ებრაელები 10:24, 25).