2019 წლის 18 ნოემბერი
ფილიპინები
მიწისძვრები სამხრეთ ფილიპინებში
2019 წლის 16 ოქტომბრიდან მოყოლებული რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ფილიპინებში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო საცხოვრებლის დატოვება მოუწია 35 000-ზე მეტ ადამიანს. მომხდარი მიწისძვრებიდან მინიმუმ სამი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღემდე გრძელდება მცირე ბიძგები. დაღუპულთა შორის არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ არის. თუმცა სხეულის მცირე დაზიანება მიიღო ერთმა დამ.
სერიოზულად დაზიანდა 4 სამეფო დარბაზი და ჩვენი თანამორწმუნეების 195 სახლი, 9 სამეფო დარბაზი და 351 სახლი კი — ნაწილობრივ. ბევრ და-ძმას კარვებში უწევს ცხოვრება, რადგან სახლებში შესვლა ჯერ კიდევ სახიფათოა.
დაზარალებულთათვის სათანადო დახმარების გასაწევად ფილიპინების ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი. სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმები მოინახულა ფილიალის ექვსმა წარმომადგენელმა, რომელთაგან სამი ფილიალის კომიტეტის წევრია. მათ გაამხნევეს ისინი და საჭირო სულიერი მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ გააძლიეროს მიწისძვრების შედეგად დაზარალებული და-ძმები (ფსალმუნი 70:5).