არჩეულ მასალაზე გადასვლა

ქარიშხლის შედეგად დანგრეული სახლები

2019 წლის 22 იანვარი
ფილიპინები

ფილიპინების აღმოსავლეთ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

ფილიპინების აღმოსავლეთ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

2018 წლის 29 დეკემბერს ტროპიკულმა დეპრესიამ (ციკლონის ერთ-ერთი ფორმა) „უსმანმა“ მეწყერი გამოიწვია სამარზე, რომელიც სიდიდით მესამე კუნძულია ფილიპინებზე. კოკისპირულ წვიმებს წყალდიდობა და ტერიტორიების დატბორვა მოჰყვა. დაიღუპა, სულ მცირე, 25 და დაშავდა 42 ადამიანი. მთლიანობაში, დაზიანდა 22 835 საცხოვრებელი სახლი.

ფილიპინების ფილიალი იტყობინება, რომ ქარიშხლის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა. თუმცა დაინგრა იეჰოვას მოწმეთა სამი სახლი, ოთხი კი დაზიანდა. გარდა ამისა, ზიანი მიადგა ერთ სამეფო დარბაზს. ფილიალის ზედამხედველობით სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა და-ძმები პირველადი დახმარების ნივთებითა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყო.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული და-ძმები კვლავაც იეჰოვაზე დაამყარებენ იმედს, რადგან იციან, რომ ის გააძლიერებს და განამტკიცებს მათ (1 პეტრე 5:10).