არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 23 ნოემბერი
ფილიპინები

ფილიპინებს მორიგი ტაიფუნი „ვამკო“ ატყდება თავს

ფილიპინებს მორიგი ტაიფუნი „ვამკო“ ატყდება თავს

ადგილმდებარეობა

ლუსონი

სტიქია

  • 2020 წლის 11 ნოემბერს პატნანუნგანს (კესონის პროვინცია) ტაიფუნი „ვამკო“ დაატყდა თავს. ამ ტაიფუნმა, რომელსაც ადგილობრივები „ულისესაც“ უწოდებენ, შემდეგ ლუსონის მხარესაც გადაუარა.

  • მართალია, ტაიფუნი „ვამკო“ უკვე 21-ე ტროპიკული ციკლონია, რომელიც ამ წელს ფილიპინებს დაატყდა თავს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ყველაზე მასშტაბური დატბორვა გამოიწვია.

  • დაახლოებით ორი კვირით ადრე ლუსონის მხარეს ტაიფუნი „გონი“ დაატყდა თავს; 2013 წლის შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტიქიად ითვლებოდა ქვეყანაში.

  • გადაუღებელი წვიმების გამო დამბებში წყლის დონემ სახიფათო ნიშნულამდე აიწია, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, დამბებიდან წყალი გაეშვათ. შედეგად, ის ტერიტორიებიც დაიტბორა, რომლებიც „ვამკოს“ არ დაუზარალებია.

დაზარალებული და-ძმები

  • 600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება მოუხდა; ზოგი ოჯახი მაშველების გამოჩენას თავიანთი სახლების სახურავებზე ელოდა.

  • ერთ ახალგაზრდა ძმას სახე დაუზიანა შუშის ნამსხვრევებმა, რომლებიც ნიაღვარს მოჰქონდა; იგი ამჟამად მკურნალობს.

დაზიანებული შენობები

პირველადი ინფორმაციის საფუძველზე:

  • დაინგრა, სულ მცირე, 6 სამეფო დარბაზი; დაიტბორა ერთი მთარგმნელობითი ოფისი.

  • დაზიანდა, სულ მცირე, 20 სახლი.

  • დაინგრა ერთი სახლი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველებმა ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ორგანიზება გაუწიეს დაზარალებულთა დახმარებას და ისინი საკვებით, წყლითა და თავშესაფრით უზრუნველყვეს.

  • ზოგი ოჯახი უკვე დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და დატბორილი სახლების დასუფთავებას შეუდგა.

  • შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების სამი ახალი კომიტეტი, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უწევენ დახმარებას.

  • დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებში მომსახურე ძმები ცდილობენ, დაეხმარონ დაზარალებულებს ისე, რომ მხედველობაში მიიღონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები.

გვჯერა, რომ ამ მძიმე პერიოდში იეჰოვა მხარში ამოუდგება ჩვენს ძვირფას და-ძმებს. მთელი გულით ველით იმ დროს, როცა იეჰოვას ხალხი მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებს და აღარასდროს ექნება სტიქიის შიში (ფსალმუნი 4:8).