არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტაიფუნმა „ნორუმ“ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია (ფილიპინები)

2022 წლის 6 ოქტომბერი
ფილიპინები

ფილიპინებს ტაიფუნი „ნორუ“ დაატყდა თავს

ფილიპინებს ტაიფუნი „ნორუ“ დაატყდა თავს

2022 წლის 25 სექტემბერს კესონის პროვინციას (პოლილოს კუნძულები, ფილიპინები) ტაიფუნი „ნორუ“ დაატყდა თავს. ტაიფუნმა აურორას პროვინციასაც გადაუარა. ქარის სიჩქარე საათში 195 კმ-დან 240 კმ-მდე მერყეობდა. სტიქიამ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 180 და-ძმას.

  • მსუბუქად დაზიანდა 209 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 20 სახლი.

  • მთლიანად დაინგრა 22 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 7 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა 1 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • ჩამოყალიბდა 2 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

ვლოცულობთ დაზარალებული და-ძმებისთვის, რათა კვლავაც იეჰოვასთან პოვონ თავშესაფარი (ფსალმუნი 57:1).