2020 წლის 2 იანვარი
ფილიპინები
ფილიპინებს ტაიფუნი „ფანფონი“დაატყდა თავს
ფილიპინებს ტაიფუნი „ფანფონი“დაატყდა თავს
ტაიფუნმა „ფანფონმა“, რომელიც ფილიპინებში აგრეთვე ცნობილია „ურსულას“ სახელწოდებით, 2019 წლის 24 დეკემბერს მეწყერი გამოიწვია აღმოსავლეთ სამარის პროვინციაში. იეჰოვას მოწმეთაგან არავინ დაღუპულა და არც დაშავებულა. თუმცა ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეთა 464 სახლს და 6 სამეფო დარბაზს. კუნძულთა რამდენიმე ჯგუფში მცხოვრები დაზარალებული და-ძმებისთვის სულიერი და მატერიალური დახმარების გასაწევად, ფილიპინების ფილიალის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ხუთი კომიტეტი.
2019 წლის განმავლობაში „ფანფონი“ 21-ე ტაიფუნი იყო ფილიპინებში. გარდა ამისა, ახლახან რამდენიმე მიწისძვრა მოხდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მთლიანობაში სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა 18 კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლებიც დღემდე უწევენ დახმარებას დაზარალებულებს.
ვემადლიერებით იეჰოვას, რომ მისი დახმარებით ჩვენი და-ძმები უძლებენ ამ რთულ ვითარებას. ისინი ენდობიან ღმერთს, რომელსაც „სათუთი გრძნობები აქვს ... და გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11).