არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტროპიკულმა ქარიშხალმა „ტრამიმ“ გამოიწვია მეწყერი, დააზიანა საავტომობილო გზები და გაანადგურა სახლები.

31 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ფილიპინები

ფილიპინებს ტროპიკული ქარიშხალი „ტრამი“ დაატყდა თავს

ფილიპინებს ტროპიკული ქარიშხალი „ტრამი“ დაატყდა თავს

2024 წლის 21 ოქტომბერს ფილიპინებს გამანადგურებელმა ტროპიკულმა ქარიშხალმა „ტრამიმ“ a გადაუარა. ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გაძლიერდა და ქარის სიჩქარემ საათში 160 კილომეტრს მიაღწია. გადაუღებელმა წვიმებმა და ქარმა ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, საავტომობილო გზები და შეწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. სტიქიის ზონაში 6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. საჭირო გახდა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის ევაკუირება. დაღუპულია, სულ მცირე, 126 ადამიანი.

დაზარალებული თანაქრისტიანები

  • სამწუხაროდ, სტიქიას 1 იეჰოვას მოწმე ემსხვერპლა.

  • 747 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • დაინგრა 7 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 24 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 128 სახლი.

  • მსუბუქი ზიანი მიადგა 8 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულებს ლაურელში (ბატანგასის პროვინცია, ფილიპინები).

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიით დაზარალებულ თანაქრისტიანებს.

  • სტიქიის ზონაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების დასახმარებლად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 5 კომიტეტი.

ძალიან ვწუხვართ, რომ ამ გამანადგურებელმა ტროპიკულმა ქარიშხალმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სერიოზული ზიანი გამოიწვია. თუმცა გვანუგეშებს ბიბლიური იმედი, რომლის თანახმადაც, მალე ყოველგვარი უბედურება სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება (ესაია 25:8).

a ტროპიკული ქარიშხალი „ტრამი“ ფილიპინებში ცნობილია „კრისტინეს“ სახელით.