არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჩვენი და-ძმების გადამწვარი სახლები ქალაქ ტაგუიგში (მეტრო მანილა)

2019 წლის 21 მაისი
ფილიპინები

ფილიპინებში გაჩენილმა ხანძარმა სახლები გადაწვა

ფილიპინებში გაჩენილმა ხანძარმა სახლები გადაწვა

2019 წლის მარტში ფილიპინებში გაჩენილმა ხანძარმა 128 სახლი გადაწვა სამარის კუნძულზე მდებარე ქალაქ კალბაიოგში. თებერვალში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა ლუსონის კუნძულზე, ქალაქ ტაგუიგში. მთლიანობაში, ამ ხანძრების შედეგად, იეჰოვას მოწმეთა 7 სახლი განადგურდა. საცხოვრებელი ადგილიდან ევაკუირებული და-ძმები ამჟამად თავს იმ მოწმეთა სახლებში აფარებენ, რომელთა სახლებიც არ დაზიანებულა.

ფილიალი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მომხდარს და ორგანიზება გაუწია დაზარალებულებისთვის საკვების, წყლისა და ტანსაცმლის მიწოდებას. ადგილობრივმა უხუცესებმა მოინახულეს დაზარალებული და-ძმები და სათანადო დახმარება აღმოუჩინეს მათ. ადგილობრივი საპროექტო/სამშენებლო განყოფილების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების 2 კომიტეტი; ისინი ახლა მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ თანაქრისტიანებისთვის სახლების ასაშენებლად.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ გააძლიერებს ხანძრების შედეგად დაზარალებულ და-ძმებს და მათი თავშესაფარი იქნება (ფსალმუნი 62:8).