არჩეულ მასალაზე გადასვლა

მანილაში (ფილიპინები) წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ორი დარბაზი.

5 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ფილიპინები

ფილიპინებში ტაიფუნს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა

ფილიპინებში ტაიფუნს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა

2024 წლის ივლისის ბოლოს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში წარმოიქმნა ტაიფუნი გაემი. a მართალია, ტაიფუნმა ფილიპინების საზღვრამდე ვერ მიაღწია, თუმცა გამოიწვია ინტენსიური წვიმა, რასაც შედეგად ძლიერი წყალდიდობა და არაერთი მეწყერი მოჰყვა დედაქალაქ მანილაში და მის შემოგარენში. სტიქიის შედეგად დაზარალდა დაახლოებით 4,8 მილიონი ადამიანი. საცხოვრებლის დატოვება მოუწია 600 000-ზე მეტ ადამიანს, სულ მცირე 39 ადამიანი კი დაიღუპა.

დაზარალებული თანაქრისტიანები

  • არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა და არ დაშავებულა.

  • საცხოვრებლის დატოვება ჩვენს 155 თანაქრისტიანს მოუწია, თუმცა ისინი უკვე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

  • დაინგრა 2 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 11 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 42 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 11 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების 6 კომიტეტი.

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ თანაქრისტიანებს.

მარცხნივ: იეჰოვას მოწმეები დაზარალებული თანაქრისტიანებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებენ.

მარჯვნივ: დაზარალებულ იეჰოვას მოწმეს თანქრისტიანი ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.

კვლავაც ვაგრძელებთ ლოცვას ტაიფუნის შედეგად დაზარალებულთათვის. მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა მხარში უდგას თავის მსახურებს ნებისმიერი განსაცდელის დროს (ესაია 33:6).

a ფილიპინებში მას უწოდეს სუპერტაიფუნი კარინა.