არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 23 აგვისტო
ფილიპინები

ფილიპინებში ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა

ფილიპინებში ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა

2017 წლის 5 აგვისტოს, დილით, სამხრეთ ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მდებარე ქალაქ დავაოს ერთ-ერთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა.

მართალია, არცერთი იეჰოვას მოწმე სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ რამდენიმე სახლი ხანძარმა სერიოზულად დააზიანა, რის შედეგადაც 13 ოჯახი (29 იეჰოვას მოწმე) დაზარალდა. ისინი, ვისაც სახლების დატოვება მოუწია, თანამორწმუნეებმა შეიფარეს. მალინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ჩამოაყალიბა, რათა დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულთ.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ფილიპინები: დინ ჯეისეკი, ტელ. +63-2-224-4444