2020 წლის 20 იანვარი
ფილიპინები
ჰაერში გავრცელებული ფერფლი ფილიპინებში ვულკანის შესაძლო ამოფრქვევას მოასწავებს
2020 წლის 12 იანვარს ბატანგასში (ფილიპინები) ვულკან „ტაალიიდან“ 14 კილომეტრის რადიუსში გავრცელებული ფერფლი ვულკანის შესაძლო ამოფრქვევაზე მიუთითებს. ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომ მოხდეს ათობით ათასი ადამიანის ევაკუირება მიმდებარე ტერიტორიიდან. ვულკანი „ტაალი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია ფილიპინებში.
დღევანდელი მონაცემებით, 500-ზე მეტი და-ძმაა ევაკუირებული. ისინი გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილებში, მათ შორის, სამეფო დარბაზებსა და თანაქრისტიანების სახლებში. არცერთ ჩვენს და-ძმას არ მიუღია სხეულის დაზიანება. ფილიალის კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი იმისათვის, რომ ევაკუირებულ და-ძმებს დაუყოვნებლივ გაეწიოთ საჭირო დახმარება.
ვლოცულობთ ფილიპინებში მცხოვრები თანაქრისტიანებისთვის, რათა ისინი კვლავ მიენდონ იეჰოვას, ვინაიდან ის არის „ჩვენი თავშესაფარი და ძალა“ (ფსალმუნი 46:1—3).