2017 წლის 24 ნოემბერი
ფინეთი
იეჰოვას მოწმეებმა ფინეთის ქალაქ ტურკუში სტენდებით ქადაგება განაახლეს
ჰელსინკი — ფინეთის ქალაქ ტურკუში 2017 წლის 18 აგვისტოს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტიდან რამდენიმე დღეში იეჰოვას მოწმეებმა სავაჭრო მოედანზე სტენდებით ქადაგება განაახლეს, რასაც ქალაქის ხელმძღვანელობა დადებითად გამოეხმაურა.
ტეემუ რისანენი, რომელიც ქალაქ ტურკუს სავაჭრო მოედანს მეთვალყურეობს, აღნიშნავს: «დიდი ხანია, იეჰოვას მოწმეები ამ მოედანზე სტენდებით ქადაგებენ. მოსახლეობა იმდენად მიეჩვია მათ ხილვას მოედანზე, რომ მათი არყოფინის დროს ხშირად კითხულობდნენ: „რატომ აღარ ჩანან იეჰოვას მოწმეები?“. მოწმეები ნამდვილად კეთილი და პოზიტიური ადამიანები არიან. მათი დადებითი განწყობა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის».
ფინეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი ვეიკო ლეინონენი აღნიშნავს: „ძალიან ვაფასებთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა დადებითად გამოეხმაურა ჩვენს დაბრუნებას. გვახარებს ისიც, რომ ტურკუს მოსახლეობას ასეთი თბილი დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილმა პირებმა მოედანზე ჯიხური დაგვიდგეს, რაც სტენდით მსახურებას უფრო უსაფრთხოს და მოსახერხებელს ხდის. გვიხარია, რომ კვლავაც გვეძლევა შესაძლებლობა, ბიბლიაში მოცემული მანუგეშებელი ცნობა გავუზიაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს ტურკუში“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
ფინეთი: ვეიკო ლეინონენი, ტელ. +358-400-453-020