2018 წლის 11 აპრილი
ყაზახეთი
2018 წლის 4 აპრილს ყაზახეთში დაპატიმრებული თეიმურ ახმედოვი ციხიდან გაათავისუფლეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თეიმურ ახმედოვი შეიწყალა. იგი 2018 წლის 4 აპრილს ციხიდან გაათავისუფლეს. მანამდე, 2018 წლის 27 მარტს, უფლებამოსილი პირების ნებართვით თეიმურ ახმედოვს ალმათის საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება და რეაბილიტაციას გადის.
თეიმურ ახმედოვი 62 წლისაა. იგი 2017 წლის 18 იანვრიდან რწმენის გამო ციხეში იმყოფებოდა. თეიმური ბედნიერია, რომ გაათავისუფლეს და ოჯახს დაუბრუნდა.
ძალიან გვიხარია, რომ იეჰოვამ იზრუნა თავის ერთგულ მსახურზე (2 სამუელი 22:2).