2019 წლის 2 აპრილი
ყაზახეთი
იეჰოვას მოწმეებმა ღია კარის დღე მოაწყვეს ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში
2018 წლის 11 მაისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით იეჰოვას მოწმეები ხალხს ღია კარის დღეზე ეპატიჟებოდნენ ყაზახეთის შვიდ ქალაქში. ეს ღონისძიება კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მეცნიერ-მუშაკებსა და სხვებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ იეჰოვას მოწმეების შესახებ. მთლიანობაში ამ ღონისძიებას 1 500 ადამიანი დაესწრო.
ღია კარის დღეები მოეწყო სამეფო დარბაზებში შემდეგ ქალაქებში: ოსკემენი, კოსტანაიში, ყარაღანდაში, სემეიში, შიმქენთში, თალდიყორღანსა და ტარაზში. სტუმრებმა დიდად ისიამოვნეს წარმოდგენილი მასალებით, რომლებიც შეეხებოდა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ყაზახეთში. იეჰოვას მოწმეთა ისტორია ამ ქვეყანაში 1892 წლიდან იწყება. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე მიღწევების ამსახველი მასალები, მაგალითად, 2014 წელს ყაზახურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
ძმა ბექზატ სმაგულოვი, რომელიც ყაზახეთის ფილიალში იურიდიულ და საინფორმაციო განყოფილებებში მსახურობს, ასეთ კომენტარს აკეთებს: „ღია კარის დღეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ხალხმა უფრო კარგად გაიცნო იეჰოვას მოწმეები და გაიგო, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. სტუმრებს შორის იყვნენ რელიგიურ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები, ოსკემენი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები და გაზეთ „რუდნი ალთაისა“ და „სემეი ვესტის“ კორესპონდეტები“.
თალდიყორღანში, ალმა-ათის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ჩატარებულ ღია კარის დღეზე და-ძმებმა უმასპინძლეს რელიგიურ საქმეთა რეგიონული განყოფილების წარმომადგენლებს. სტუმართა შორის იმყოფებოდა გაზეთ „ჟეტისუ დიალოგის“ მთავარი რედაქტორი, რომელმაც მოგვიანებით გამოაქვეყნა სტატია იმ ინტერვიუებზე დაყრდნობით, რომლებიც ღია კარის დღეზე მოხალისეებისგან აიღო.
და-ძმებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 560-ზე მეტი ეგზემპლარი გაავრცელეს ყაზახურ და რუსულ ენებზე. ეს ენები წარმოადგენს ძირითად სალაპარაკო ენებს ყაზახეთში. გვიხარია, რომ ამ ღონისძიებას ასეთი დადებითი შედეგები მოჰყვა, რამაც დიდება მიაგო იეჰოვას და შესაძლებლობა მისცა საზოგადოებას, დაენახა ღვთის მსახურთა „კარგი საქმეები“ (მათე 5:16).
ყარაღანდაში და სანია ახმეტჟანოვა ჟესტურ ენაზე უხსნის ერთ სმენადაქვეითებულ წყვილს, თუ რა ღონისძიებები აქვს შემუშავებული ჩვენს ორგანიზაციას სმენადაქვეითებულ ხალხთან ბიბლიური ცნობის საქადაგებლად.
ყარაღანდაში გამართულ ღია კარის დღეზე ორი ბავშვი უყურებს ვიდეოს „დაიცავით შვილები საფრთხისგან“ რუსულ ენაზე.
ძმა ლევ გლადიშევი უყვება ყაზახეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა ისტორიას ყარაღანდაში გამართულ ღია კარის დღეზე მოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ადგილობრივი საკრებულოს მდივანს, ყუდაიბერგენ ბეკსულთანოვს, რელიგიური ვითარების ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტს, ნიკოლაი სარსენბაიევს და ყარაღანდის ოლქის რელიგიურ საქმეთა განყოფილების ზედამხედველს, ნურლან ბიკენოვს.
თალდიყორღანში გამართულ ღია კარის დღეზე მისულ ცოლ-ქმარს და აიშა იაკოვლევა უხსნის
ტარაზში გამართულ ღია კარის დღეზე ძმა ალეკსეი ალიოშინი აჩვენებს სტუმრებს, თუ როგორ იყო გამოყენებული ღვთის სახელი სხვადასხვა ლიტერატურაში.
ოსკემენი გამართულ ღია კარის დღეზე ძმა სერგეი პეტკევიჩს ხელში უჭირავს რუსულ ენაზე ნათარგმნი „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ძველი ნომერი და თან აუდიტორიას უყვება, როგორ განვითარდა იეჰოვას მოწმეთა ისტორია ყაზახეთში. დამსწრეთა შორის იმყოფება გაერთიანება „ედინსტვოს“ ხელმძღვანელი, სერგეი ლებედევი.
ძმა გეორგი პისმენოი (მარჯვნივ) ესაუბრება კოსტანაიში გამართულ ღია კარის დღეზე მისულ მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთ მამაკაცს. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ვიდეოფირი, რომელშიც ასახული იყო კოსტანაიში მცხოვრები სამი ძმისა და ერთი დის წინააღმდეგ გამართული 1982 წლის სასამართლო პროცესი; ისინი დამნაშავეებად ცნეს იმის გამო, რომ ფლობდნენ, ამზადებდნენ და ავრცელებდნენ ჩვენს ლიტერატურას, რომელიც იმ დროს აკრძალული იყო. თავად ძმა გრეგორი ერთ-ერთი იყო იმ სამი ძმიდან, რომელთაც ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს შრომა-გასწორების კოლონიაში. ის სტუმრებს თავისი პატიმრობის დროს გადამხდარ შემთხვევებს უყვებოდა.
შიმქენთში გამართულ ღია კარის დღეზე სტუმრებს ეგებებოდნენ მუსიკოსები, რომლებიც უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მათ შორის, ყაზახურ დომბრაზე (მარჯვნივ და მარცხნივ სურათზე).
და-ძმები, რომელთაც ყარაღანდის ღია კარის დღის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.