2017 წლის 9 თებერვალი
ყაზახეთი
ყაზახეთის სასამართლომ თეიმურ ახმედოვი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
2017 წლის 30 იანვარს ასტანას საქალაქო სასამართლომ თეიმურ ახმედოვის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თეიმური 18 იანვარს დააპატიმრეს იმის გამო, რომ საკუთარი მრწამსის შესახებ ესაუბრებოდა რამდენიმე მამაკაცს, რომლებიც თავს აჩვენებდნენ, თითქოსდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხედულებები აინტერესებდათ. თეიმურ ახმედოვს ბრალი ედება „რელიგიური შუღლის გაღვივებასა“ და „რელიგიურ პროპაგანდაში“. სასამართლოს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ბრალდებული წინასწარ პატიმრობას იმსახურებდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თეიმური წინასწარ პატიმრობაში იქნება მანამ, სანამ ამ საქმეზე გამოძიება არ დასრულდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.