2017 წლის 28 ივნისი
ყაზახეთი
ყაზახეთის სასამართლომ მხარი დაუჭირა თეიმურ ახმედოვის წინააღმდეგ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებას
2017 წლის 20 ივნისს ასტანას საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეიმურ ახმედოვის საჩივარი და არ გააუქმა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თეიმურ ახმედოვს 3 წლის განმავლობაში რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება არ ექნება. საერთაშორისო სამართლის იურისტმა, რომელიც 20 ივნისს სასამართლო პროცესს ესწრებოდა, აღნიშნა: „სასამართლომ ნამდვილად უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ყველაფერი თეიმურ ახმედოვის უდანაშაულობას ამტკიცებდა“. თეიმურ ახმედოვის ადვოკატები მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
2017 წლის იანვარში ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა თეიმურ ახმედოვი „უკანონო“ რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრა. 2017 წლის 2 მაისს სარიარკინსკის რაიონულმა სასამართლომ ის სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, რომლის მიხედვითაც რელიგიური შუღლის გაღვივება კანონით ისჯება. ახმედოვი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან ის უბრალოდ თავის რელიგიურ შეხედულებებს უზიარებდა სხვებს, რითაც სიყვარულს ავლენდა მათ მიმართ. რელიგიური შეხედულებების სხვებისთვის გაზიარება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელსაც იცავს ყაზახეთის კონსტიტუცია. გარდა ამისა, ეს უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით, რომლის შესრულების ვალდებულებაც ყაზახეთის მთავრობამ იკისრა.