არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 21 დეკემბერი
ყაზახეთი

ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეიმურ ახმედოვის საჩივარი

ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეიმურ ახმედოვის საჩივარი

2017 წლის 4 დეკემბერს ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეიმურ ახმედოვის საჩივარი მისი უსამართლოდ დაპატიმრების თაობაზე. ის უკანონო რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. სინამდვილეში თეიმურ ახმედოვს უკანონო არაფერი ჩაუდენია, ის უბრალოდ თავის რელიგიურ შეხედულებებს უზიარებდა სხვებს. 2017 წლის 18 იანვარს თეიმურ ახმედოვი საიდუმლო პოლიციამ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით დააკავა. მას შემდეგ თეიმურ ახმედოვი პატიმრობაში იმყოფება. 2017 წლის მაისში საოლქო სასამართლომ თეიმურ ახმედოვი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2017 წლის 20 ივნისს სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

საჩივრის განხილვისას უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყაზახეთი დამნაშავეა თეიმურ ახმედოვის უსამართლოდ დაპატიმრებასა და მისი რელიგიური თავისუფლების დარღვევაში. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, თეიმურ ახმედოვი მტკიცე რწმენას ინარჩუნებს და ბოლომდე ენდობა ღმერთს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, თეიმურ ახმედოვი დღემდე ციხეში რჩება. მიუხედავად ამისა, იგი მადლიერია, რომ მის გასათავისუფლებლად ძმები ძალ-ღონეს არ იშურებენ. ის აგრეთვე მადლიერია მთელ მსოფლიოში მცხოვრები თანამორწმუნეების, რომლებიც მხურვალედ ლოცულობენ მის გათავისუფლებაზე.