არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 4 ივლისი
ყაზახეთი

ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა, რომ იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დროებით შეწყვიტოს ფუნქციონირება

ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა, რომ იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დროებით შეწყვიტოს ფუნქციონირება

2017 წლის 29 ივნისს ყაზახეთის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ ალმათში (ყაზახეთი) მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალმა სამი თვით შეწყვიტოს ფუნქციონირება. გარდა ამისა, სასამართლომ მოწმეების ფილიალი 680 000 ტენგეთი (2 107 აშშ დოლარი) დააჯარიმა.

2017 წლის 17 მაისს, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეების ფილიალში რეიდი ჩაატარეს; 40-მდე შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი, რომელთაგან ზოგიერთს ნიღაბი ეკეთა, ფილიალში შეიჭრა და გაჩხრიკა. ისინი აშინებდნენ და ემუქრებოდნენ მოწმეებს, ამ ყველაფერს კი უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. იეჰოვას მოწმეები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარს შეიტანენ სასამართლოში.

2017 წლის 5 ივნისს პოლიციამ ფილიალის შენობები გაჩხრიკა, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოწმეები არღვევენ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუმცა მოწმეები ამ დასკვნას არ ეთანხმებიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩხრეკა კანონდარღვევით მიმდინარეობდა.

ის, რაც ამჟამად ყაზახეთში ხდება, ძალიან ჰგავს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მთავრობამ მოწმეების საქმიანობა აკრძალა. ამასთანავე, რუსეთში პოლიცია მოწმეებს ემუქრება და აშინებს. იეჰოვას მოწმეები ყაზახეთის სასამართლოს მიერ 29 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას 2017 წლის 9 ივლისს გაასაჩივრებენ.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ყაზახეთი: ბექზათ სმაგულოვი, ტელ. +7-747-671-45-01