არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეების ფილიალი (ბიშკეკი, ყირგიზეთი)

2021 წლის 23 დეკემბერი
ყირგიზეთი

ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს განცხადებით ყირგიზეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეების უფლებები

ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს განცხადებით ყირგიზეთმა დაარღვია იეჰოვას მოწმეების უფლებები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 15-მა წევრმა ერთხმად დაგმო ყირგიზეთის სამ რეგიონში იეჰოვას მოწმეთა ფუნდამენტური უფლების, რელიგიის თავისუფლების, დარღვევა. შვიდგვერდიან გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ ყირგიზეთი ვალდებულია, იეჰოვას მოწმეებს „გადაუხადოს კომპენსაცია და მიიღოს საჭირო ზომები, რათა მომავალში მსგავსი დარღვევები აღარ განმეორდეს“. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დაგმო იეჰოვას მოწმეთა უფლებების დარღვევა ყირგიზეთში.

პირველად იეჰოვას მოწმეთა ერთი პატარა ჯგუფი 1993 წელს დარეგისტრირდა ყირგიზეთში, ხოლო იურიდიული პირი 1998 წლიდან არის რეგისტრირებული. შესაბამისად, ისინი ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ ქვეყანაში თაყვანისცემის თავისუფლებით. ამის მიუხედავად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ატარებდა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას ქვეყნის სამ რეგიონში, სამხრეთ ოშში, ნარინსა და ჯალალ-აბადში. ამ წლების განმავლობაში ადგილობრივი ძმები სამართლებრივი გზით ცდილობდნენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. ამ სამ რეგიონში იზღუდებოდა ჩვენი და-ძმების რელიგიის თავისუფლება. შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ თავისუფლად რელიგიური შეხვედრების ჩატარება და თავიანთი საკუთრების თაყვანისმცემლობის მიზნით გამოყენება. ამ მიზეზით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დაადგინა, რომ ყირგიზეთი სამივე რეგიონში იეჰოვას მოწმეთა დისკრიმინაციას ახდენს.

ყირგიზეთის ხელისუფლებას 180 დღე აქვს, „მიიღოს საჭირო ზომები, რათა მომავალში მსგავსი დარღვევები აღარ განმეორდეს“.

ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოფიციალური პირები და განაგრძობენ თუ არა ჩვენი და-ძმებისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ადამიანის უფლებათა ფორუმი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. ფორუმის მონაწილეების განცხადებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტმა ყირგიზეთში ჯერ კიდევ „2019 წელს არ გაითვალისწინა გაეროს გადაწყვეტილება“.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება თავის ერთგულ მსახურებს, რადგან იცის, რა სირთულეებსაც ხვდებიან (ფსალმუნი 37:18, 28).